TI: აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის მოტივით მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თქვა, რომ მათ შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმის მასალების 14 ტომი, რის საფუძველზეც მივიდნენ დასკვნებამდე, რომ
- სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას.
- საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები — აუდიოვიზუალური მასალა — მოპოვებულია სისხლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს.
- არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის - წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს.
- საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
- რვავე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების — განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ.
განცხადებაში ასევე საუბარია იმ მთავარ მტკიცებულებაზე, რომელიც ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულს "ამტკიცებს". მტკიცებულებად გამოყენებულია აუდიო/ვიდეო მასალა, რომელიც სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტ პორტალებიდან არის ჩამოტვირთული და მათი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.
"ამ მასალების მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, რადგან საქმეში არ არის არც შესაბამისი სასამართლო განჩინება და არც თუნდაც პროკურორის დადგენილება. ასევე უცნობია მათი თავდაპირველი წყარო. დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის," — აცხადებენ უფლებადამცველები.
უფლებადამცველების განცხადებით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება – არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულებდნენ, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ.
"მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა (კასრაძე-კაძელაშვილის შემთხვევა) ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს "ჯგუფური ძალადობის" შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი — ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს," –ვკითხულობთ უფლებადამცველების განცხადებაში.
ეკა გიგაურმა ბრიფინგზე წაიკითხა საქმის მოსამართლეების, პროკურორების, შსს-ს თანამშრომლების სახელები და მოუწოდა მათ უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე
მოსამართლეები
თეონა ეპიტაშვილი
არსენ კალატოზიშვილი
ნანა შამათავა
თამარ მჭედლიშვილი
ირაკლი ხუსკივაძე
ლელა მარიდაშვილი
თამარ მახარობლიძე
დავით კურტანიძე
პროკურორები
შმაგი გობეჯიშვილი
ნუგზარ ჭიტაძე
ვაჟა თოდუა
ვახტანგ ცალუღელაშვილი
გიორგი მუკბანიანი
შსს-ს თანამშრომლები
არსენ ხუნაშვილი
დავით ქებურია
დავით ქურდოვანიძე
გიორგი ჯიქია
მალხაზ შაშვიაშილი
შალვა ჯახუა
ლევან ბასილაძე
გიორგი მაჭარაშვილი
გენადი იოსებაშვილი
ლევან ნიჟარაძე
დავით ქიტიაშვილი
ნიკა აბაკელია
ზურაბ ჯღარკავა
მიხეილ მჭედლიშვილი
გელა გულორდავა
ივანე ფირესაშვილი
ერეკლე მეტრეველი
კონსტანტინე კერესელიძე
ნანა ჯინჯიხაძე
გიორგი მხეიძე
ლაშა გერლიანი
გიორგი მოლაშხია
ვალერიან თაბუკაშვილი
ზვიად გოშაძე
ბაქარ გლუნჩაძე
ვახტანგ დაბრუნდაშვილი
ეკა ზაალიშვილი
ირაკლი გველესიანი
შეგახსენებთ, 6 მარტს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რომელიც "სასჯელის თავიდან აცილების მიზნით მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის" თავიდან არიდებით აიხსნა.
საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა — მათ 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები