ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალურ შესვენებაზე, შესაძლოა, დრეიკი ვიხილოთ
ფოტო: Getty Images
2026 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში იგეგმება, სადაც ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩის ცნობილი მუსიკალური შესვენების მსგავს შოუს ვიხილავთ.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, შესვენებაზე რომელ მუსიკოსებს უნდა ველოდოთ, თუმცა, მითქმა-მოთქმის დონეზე არსებობს ვარაუდი, რომ სპორტის ყველაზე დიდი მოვლენის მთავარ პერფორმერად კანადელი რეპერის, დრეიკის ვარიანტი განიხილება.
რამდენიმე დღის წინ FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ამერიკული ტელეარხის, FOX 5-ის შოუში Good Day New York სტუმრად იყო მისული, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე და მის მუსიკალურ გაფორმებაზეც ისაუბრა.
"მუსიკალური შესვენებისთვის ერთი კარგი იდეა უნდა შემოგთავაზო — დრეიკი!" — უთხრა ინფანტინოს წამყვანმა როზანა სკოტომ — "შენც ხომ იყავი სუპერ ბოულზე? კენდრიკმა ის საქვეყნოდ გამოლანძღა."
"და დაპირისპირება შევქმნათ, ჰო? ძალიან კარგი იდეაა" — თქვა ინფანტინომ დრეიკისა და კენდრიკ ლამარის ცნობილ რეპ-ბრძოლაზე — "სხვათაშორის, როცა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სია გავავრცელეთ, დრეიკიც ჩვენთან ერთად იყო. მისი ნომერი სადღაც უნდა მქონდეს."
ინფანტინომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალურ შესვენებას "ისტორიაში საუკეთესო შოუ" უწოდა. დადასტურებული ინფორმაციით, შოუს პროდიუსერი Coldplay-ს კრის მარტინი იქნება.
"მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2 მილიარდზე მეტი მაყურებელი გვყავს. ეს ამერიკული ფეხბურთის მაყურებელზე 20-ჯერ მეტია, ამიტომ დიდი მოლოდინები გვაქვს. უამრავი სურპრიზის აღმოსაჩენად მატჩებს უნდა უყუროთ — ეს იქნება საერთაშორისო მასშტაბის, სხვადასხვა ენასა და სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული საოცარი სანახაობა."
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 12 ივნისს დაიწყება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება. ჩემპიონატს კანადის ორი ქალაქი, ტორონტო და ვანკუვერი უმასპინძლებენ.
იმ შემთხვევაში, თუ დრეიკი ფეხბურთის 2 მილიარდზე მეტ ფანს თავისი მუსიკით წარუდგება, ის კენდრიკ ლამარის მიერ სუპერბოულის მუსიკალურ შესვენებაზე დამყარებულ რეკორდს მოხსნის, რაც რეპერების დაპირისპირების "მოსაგებად" წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
კომენტარები