ორბანი ამბობს, რომ უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე უნგრეთში გამოკითხვას ჩაატარებს
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის უნგრეთში გამოკითხვას ჩაატარებს, რათა გაარკვიოს, სურთ თუ არა უნგრელებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
"ჩვენ გვაქვს ის, რასაც ჰქვია ეროვნული საკონსულტაციო სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ხალხი, ამიტომ ახლაც გამოვიყენებთ ამ სქემას. უნგრელებს აქვთ შანსი გადაწყვიტონ, მხარს უჭერენ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას", — თქვა ორბანმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, 2010 წლიდან ორბანის მთავრობამ ათზე მეტი ე.წ. ეროვნული კონსულტაციები გამართა სხვადასხვა საკითხებზე, მიგრაციიდან დაწყებული ლგბტქ+ უფლებებით დამთავრებული.
ზრდასრულ მოსახლეობას ეგზავნება წერილები, სადაც უსვამენ კითხვებს და სთხოვენ აირჩიონ რამდენიმე პასუხიდან ერთ-ერთი, ზოგჯერ უბრალოდ უპასუხონ "დიახ" ან "არა".
კითხვები ხშირად ფორმულირებულია პრევენციულად და პასუხების დიდი უმრავლესობა, როგორც უნგრული მედია იუწყება, ემთხვევა მთავრობის პოზიციას. ამიტომ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამ მექანიზმს პროპაგანდისტულ იარაღად მიიჩნევს.
მაგალითად, 2023 წელს ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის შესახებ ეროვნული კონსულტაციის დროს უნგრელებს ჰკითხეს, მხარს უჭერდნენ თუ არა ისინი ბრიუსელს უნგრეთში "მიგრანტების გეტოს" შექმნას. მაშინ გამოკითხვაში უნგრელების 20%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათმა 99%-მა თქვა "არა".
ეროვნული კონსულტაციების შედეგები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ ისინი გამოიყენება ორბანის მთავრობის პოზიციის გასაძლიერებლად ისეთ საკითხებზე, რომლებიც უთანხმოებას იწვევს. მათ საფუძველზე ორბანს შეუძლია განაცხადოს, რომ გარკვეულ პოზიციას მხარს უჭერს ამომრჩეველთა უმრავლესობა.
უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობამ უკვე გამართა "კონსულტაციები". კითხვები ეხებოდა უკრაინის ომს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე კომუნალურ გადასახადებს, საპროცენტო განაკვეთების გაყინვას, დამატებით მოგებაზე გადასახადს, უნგრეთის პოლიტიკაზე საგარეო გავლენას და ბავშვთა დაცვის კანონს.
უკრაინასთან დაკავშირებული ოთხი საკითხი იყო, ყველა მანიპულირებულად იყო ჩამოყალიბებული. იმ დროს უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უნგრელების 98% მხარს უჭერდა მის პოლიტიკას.
მანამდე უნგრეთის მთავრობამ გამართა კონსულტაციები ანტირუსულ სანქციებზე — იმ დროს უნგრელების 97% თითქოსდა მათ წინააღმდეგ გამოდიოდა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები