მამუკა მდინარაძე

3 Mar. 2025, 21:35

"ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც "დიფ სთეითებია" ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე — ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე.

ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის".

ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ "ოცნების" წევრებისთვის სანქციების დაწესებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ