არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ფოტო: არქი
ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ თბილისში, ორთაჭალაში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო — ibis Tbilisi City გახსნა. ibis მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი სასტუმროების ლიდერი ბრენდის — Accor-ის ჯგუფში შედის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 სასტუმროს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ თავად Accor-მა შეაფასა ibis Tbilisi City, როგორც ახალი თაობის სასტუმროდ და მათ მიერ გახსნილ ibis-ის ბრენდის სასტუმროებს შორის ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟულ პროექტად დაასახელა. სასტუმრო გამოირჩევა როგორც ფუნქციურობითა და კომფორტით, ისე ესთეტიური დიზაინით, სადაც განსაკუთრებული გემოვნებითაა შეხამებული ინტერიერის დეტალები და ფერები ერთმანეთთან სრულყოფილი კომფორტის მისაღწევად.
ibis Tbilisi City არქისა და Accor-ის პირველი ერთობლივი პროექტია, სადაც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანია არქი ჰოსფითალითი მართავს. აღნიშნული პროექტის მიღმა, ლიდერი დეველოპერული კომპანია ისეთი ბრენდული სასტუმროების განხორციელებას გეგმავს, როგორიც სიონში არქის Le Meridien Sioni lake resort & spa არის, სადაც ინვესტიციის სახით 200 მილიონი ლარი ჩაიდო და იდეალურია იმისთვის, რომ საინვესტიციო ქონება მომგებიან აქტივად აქციოს.
"იბისი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდია. ჩვენ Acor ჯგუფთან ერთად, რომლის მფლობელობაშიცაა “იბისი”, პირველი პროექტი გავაკეთეთ თბილისში. ამ პროექტში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და უკვე დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ეს არის ჩვენი პირველი განაცხადი სასტუმროების მიმართულებით. ჩვენ კიდევ ვგეგმავთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას, რომელიცაა სიონის ტბაზე Le Meridien, ქობულეთში Mövenpick და სხვა ბრენდები, რომლებზე ინფორმაციას მომავალში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, არქი ცდილობს წვლილი შეიტანოს ქართული ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულების განვითარებაში.“ — ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.
ibis Tbilisi City საერთაშორისო აეროპორტიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს, დამსვენებლებს კი ევროპული სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. ისტორიული ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტზე გათვლილი ნომრები, მულტიფუნქციური სივრცეები შეხვედრებისთვის, მრავალფეროვანი სამზარეულო და სპორტული დარბაზი სასტუმროს იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი, ისე ტურისტული მოგზაურობისთვის.
"ჩვენი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სასტუმროს გახსნა და ეს უკვე ჩვენი მე-13 სასტუმროა თბილისში. როგორც ნომერ პირველი ბრენდი ბაზარზე, ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ვფარავთ — როგორც ლუქს ისე, საშუალო კლასს. ვფიქრობ ibis Tbilisi City არაჩვეულებრივი მატებაა ქართული ბაზრისთვის, როგორც ახალი პროდუქტი და ახალი ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალურია არამხოლოდ დასვენებისთვის, არამედ კორპორაციული და ბიზნეს შეხვედრებისთვის.“ — არონ ლიბინსონი — Accor-ის საოპერაციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში.
ibis Tbilisi City-ში აერთიანებს 156 თანამედროვე და კომფორტული ნომერს Premium, Superior, Double, Twin, and Accessible კლასში. ასევე, სასტუმროში განთავსებულია 4 დიდი მოცულობის, 100-მდე სტუმრის მასპინძლობაზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი, რომლებიც იდეალურია შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის. სტუმრებს უგემრიელესი მენიუთი ბარ-რესტორანი MARILI უმასპინძლებს, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი მოემსახურება.
"მიხარია, რომ ასეთი ინვესტიციები ხორციელდება. აღნიშნული სასტუმრო 156 ნომერზე არის გათვლილი, 50 ადამიანი კი მუდმივად დასაქმებული იქნება. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხორციელდება ასეთი პროექტები, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ტურიზმის მიმართულებას.“ — კახა კალაძე, თბილისის მერი.
არქის მდიდარ პორტფელში ახლა უკვე იბისიც შედის, სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასტუმროებთან, აპარტოტელებთან და უამრავ დეველოპერულ პროექტებთან ერთად, რომლებიც თბილისში, ბათუმსა და მთის კურორტებზე ხორციელდება.
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები