ბადრი ჯაფარიძე

4 Feb. 2025, 20:43

"ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეიყვანს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს. როგორ ჩანს, ამოცანა აქვს ქართულ ოცნებასა და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს იმიტომ, რომ სწორედ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიზანი, რომ საქართველოში ვითარება იყოს უკიდურესად დაძაბული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება, პრაქტიკულად, იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციური დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში, ერთადერთი სწორი პასუხი არის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობა და ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობაზე, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რომ ამ რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ რუსთაველზე და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას, ამან პირიქით — საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეჟიმის მიერ ადამიანების დაშინებას უნდა მოჰყვეს საზოგადოების გამთლიანება პასუხად და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს ერთიანობა იყოს ურყევი და იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად აღსრულდეს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  3. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  4. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  5. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს

"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა,…