მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

4 Feb. 2025, 13:43

"ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და წესრიგს ქვეყანაში; მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის;

დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად;

განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მინდა გამოვხატო ჩვენი პროფესორ მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს და რა თქმა უნდა, მათი ღვაწლი ფასდაუდებელია; მადლობა თითოეულ სპორტსმენს და კულტურის სფეროს წარმომადგენელს, ვინ საკუთარი გამარჯვებითა და წარმატებით აერთიანებს საქართველოს;

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინ საკუთარ საქმეს თავდაუზოგავად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ