ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

20 Jan. 2025, 11:49

"მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, 613 პატიმარი იქნა შეწყალებული პრეზიდენტის აქტით. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან. ბატონ ანრი ოხანაშვილს, ბატონ ვახტან გომელაურს და სხვა უწყებებს. ეს არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა"

გუშინ, 19 იანვარს "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. განცხადებაში არ წერია რომელ მუხლებს შეეხო შეწყალება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ