"დაცენზურებულია" — გორის ხელოვნების სახლის ახალი ინსტალაცია
ფოტო: ხელოვნების სახლი
გორის ხელოვნების სახლმა, რომელსაც საპროტესტო ინსტალაციის განთავსების შემდეგ ქალაქის მერია შენობას ატოვებინებს, თავისი მორიგი გზავნილი სახელოვნებო ბაზრობაზე წარმოადგინა. "დაცენზურებულია", — ამ წარწერითა და ჩამოფარებული ცელოფნის ფარდით განთავსდა ახალი ინსტალაცია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში; ფარდის მიღმა ხელოვნების სახლის წინა ინსტალაცია იმალება: "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის".
"ინსტალაცია ეხმიანება საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის ცენზურის მცდელობებს", — წერს ხელოვნების სახლი, — "ის გამოხატავს პროტესტს, როგორც, ზოგადად, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის, ასევე გორის ხელოვნების სახლის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის მიმართ".
ფოტო: ხელოვნების სახლი
ხელოვნების სახლმა, გორელი მოხალისეების მიერ შექმნილმა თავისუფალმა სივრცემ, გასული წლის 16 ნოემბერს წარმოადგინა ინსტალაცია, რომელიც სხვადასხვა დროის ქართულ საპროტესტო გზავნილებს აერთიანებდა, მათ შორის, ფრაზას "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის". ინსტალაციის განთავსებიდან რამდენიმე დღეში ხელოვნების სახლმა წერილი მიიღო ქალაქის მერიიდან, რომელიც მათ ხელშეკრულების შეწყვეტასა და შენობის დატოვებას სთხოვდა. ამ გადაწყვეტილებას ინსტალაციის ავტორები პირდაპირ უკავშირებენ თავიანთ ნამუშევარს და აღნიშნავენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.
"ეს ქმედებები აღიქმება არა მხოლოდ კონკრეტული გამოფენის, არამედ, ზოგადად, თავისუფალი კულტურული სივრცეების მიმართ შემზღუდავ ნაბიჯად, რაც დიდ კრიზისს უქმნის რეგიონში თავისუფალი ხელოვნების განვითარებას", — აღნიშნულია ხელოვნების სახლის განცხადებაში.
სახელოვნებო ბაზრობა, სახელწოდებით FEARLESS ("უშიშარი"), მუზეუმში 11 იანვარს გაიხსნა და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს გამოფენაში მონაწილე გალერეების წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვა და შეძენა 13 საათიდან 19 საათამდე შეუძლიათ. ბაზრობიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ღია გალერეა/ღია სახელოსნო — რეზიდენციის ორგანიზებას.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები