გიორგი აბულაძე

27 Dec. 2024, 10:47

ჩემი პოლიტიკური შეხედულები გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას.

გუშინ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან ეიჩარმა დამირეკა ვაცაპით (შვებულებაში ვარ, გასულო ვარ საქართველოდან) და მაცნობა, რომ 2025 წლიდან აღარ გამიგრძელებენ ხელშეკრულებას და შესაბამისად, ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას. ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გავემიჯნეთ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაგვათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ განცხადებას.

ვინც მიცნობს და იცის ჩემი ინტერესების შესახებ, ის მიხვდება რამხელა ტრაგედიაა ეს ყველაფერი ჩემთვის, ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არ არის რიგითი/უბრალო საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებ(დი), რადგან მწამს, შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში, დავეხმარო ახალგაზრდებს, მოვუსმინო და ვესაუბრო როგორც თანასწორს, რადგან ეს ძალიან სჭირდებათ და არავინ ამას არ აკეთებს მათთვის.
თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა საქმეზე, რომლებზეც ვიმუშავე, ჩემი მთავარი საფიქრალი იყო ის ახალგაზრდა და დაზარალებულო, ვისთანაც ვმუშაობდი. ერთად გვიხაროდა მედიაციის წარმატებით დასრულება და ერთადაც გვიტირია. მოუხედავად საქმის სირთულის, ჩადენილი დანაშაულის შინაარსის თუ მხარ(ეებ)ის დამოკიდებულებისა, არასდროს არ მიმოქმედია მხარეების ინტერესის, როგორც ჩემთვის საქმიანობის უმაღლესი ღირებულების, საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ საქმე(ებ)ზე, რომელზეც უნდა მემუშავა.

ერთი სასაცილო რამ მოხდა ბონუსად — ვსწავლობ სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე, რაც ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც. ჩემი ინტერესის გათვალისწინებით ვამჯობინე პრობაციის სააგენტოში გამევლო. თავიდან, ინტერესტა კონფლიქტის გამოსარიცხად არასრულწლოვანებთან მუშაობაზე მივიღე უარი და მომცეს ყოფილ და უვადო მსჯავრებულებთან მუშაობის შესაძლებლობა. მერე ფორმალური პრობლემები შექმნეს, ახლა კი საერთოდ უარი მითხრეს პრაქტიკის გავლაზეც [არადა თუ არ მექნება სააგენტოსთან შრომითი ურთიერთობა, არ მექნება არანაირი ინტერესთა კონფლიქტი, ჰიპოთეტურიც კი!].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  3. "სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა
  4. ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
  5. ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

"ინფო რუსთავის" ცნობით, რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ცნობით, "ჰიუნდაის"…