გიორგი ჩაგელიშვილი: ადვოკატი ვითხოვე და უარი მეთქვა, მაგრამ სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ მე ვთქვი უარი ადვოკატზე
ონლაინ მედია-პლატფორმა "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. ის 2 დეკემბრის დილას, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს.
ჩაგელიშვილი თქმით, კრიმინალური პოლიციის ძალებს უთხრა, რომ იგი ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა მაინც გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.
ფოტო: გიორგი ჩაგელიშვილის დაკავება;
ფოტო: "პუბლიკა"
იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, მიმდინარე საპროტესტო აქციების გამოცდილების გათვალისწინებით, არც ერთი სამართალდამცველი არ დასჯილა. მეტიც, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის(გდდ) თანამშრომლები, თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტად იდენტიფიცირებული პირების მიმართ ღიად გამოხატავდნენ აგრესიას და ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
გიორგი ჩაგელიშვილი News.on.ge-თან დაკავების მომენტს იხსენებს და სასამართლოზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:
"1-2 დეკემბერი რუსთაველზე ვიყავი, "მაუწყებლის" ჯგუფი ვიღებდით, დაახლოებით დილის 6 საათი იყო როცა სახლში წასვლა გადავწყვიტე, რუსთაველის გამზირიდან რუსთაველის მეტროსთან გავედი მეგობართან ერთად, მეტროში ჩასვლამდე დავინახე, რომ პოლიციის ავტობუსები ამოვიდა ელბაქიძის აღმართიდან რესპუბლიკის მოედანზე შევიდნენ.
ვიფიქრე, რომ რუსთაველის გამზირის ალყაში მოქცევას აპირებდნენ და რადგან ჩვენი ჯგუფის წევრები რუსთაველზე იყვნენ, გადავწყვიტე, გავჩერებულიყავი. უკან გავბრუნდი რუსთაველისკენ როცა დავინახე, რომ ხალხის დიდი ნაკადი რუსთაველიდან მორბოდა. ისმოდა დაშლისკენ მოწოდების ხმაც. ყველა ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. ამბობდნენ რომ ძალადობრივი დარბევა მოხდა და ხალხი სცემეს, ყველა ძაან დაპანიკებული იყო, ხალხს ეგონა, რომ მელიქიშვილიდან შეძლებდა თავის დაღწევას, მაგრამ სპეცრაზმმა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იდგა, ადამიანებს გზა გადაუკეტა. გზის პირზე დადგნენ ფარებით, რადგან ეს გზა მოიჭრა, ხალხის ნაწილი წავიდა ზანდუკელის მხარეს.
ჩემი ჯგუფის წევრებსაც შევხვდი "მაკდონალდსის" მხარეს, ერთად გავაგრძელეთ მუშაობა. მერე უკვე ხალხის ჯგუფი ორად გაიყო, ნაწილმა ზანდუკელზე გააგრძელა ასვლა, დაახლოებით 50 ადამიანი უკან რუსთაველზე ჩამოვიდა. რუსთაველის მეტროსთან ისეთი სიტუაცია იყო, რომ მივხვდი, მომიტინგეების დაშლას აპირებდნენ. ამ მომენტში გამოჩნდა პოლიციის ჯგუფი, ნიღბიანები, გდდ-ს რასაც ვეძახით. მომიტინგეებისგან შეძახილები იყო მათ მიმართ, ამან ისინი გააღიზიანა, ჩვენკენ გამოიქცნენ.
კამერა ჩანთაში მედო, ტელეფონის ჩართვა მოვასწარი და ამ პანიკაში რუსთველის მეტროს ჩასასვლელისკენ წავედით ყველა. ხალხის ტალღას მეც მივყევი, თან ვიღებდი, რუსთაველის მეტროს ესკალატორთან ხალხი ხტებოდა, გარბოდნენ, ვიფიქრე, ვიღებ და რატომ უნდა გადავხტე ამ ესკალატორზე და გადავწყვიტე, კუთხისკენ გავწეულიყავი რომ კადრი გამეშალა. გადავდგი ნაბიჯი გვერდზე და მოტრიალება ვცადე, ზურგიდან მომქაჩეს, დამაგდეს და რამდენიმე წიხლიც მომხვდა, თუმცა სხვა მომიტინგეებთან შედარებით, ისეთი სასტიკი ცემა არ ყოფილა. დავიწყე ახსნა, რომ ჟურნალისტი ვარ, ცოტა აგრესია შენელდა, როცა გაიგეს, რომ მედია ვარ. ამაყენეს, ძალით მიმათრევდნენ, წინააღმდეგობას არ ვუწევდი, მაგრამ ისეთი ძალით მივყავდი თითქმის მიმარბენინებდნენ, პირადობა გამომართვეს, ჩანთის გახსნა გადაწყვიტეს, მერე ესეც გადაიფიქრეს, წამიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში." — ამბობს გიორგი ჩაგელიშვილი.
გიორგი ჩაგელიშვილი "გამართლებად" მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ე.წ პოლიციის კორდონის გავლა არ მოუწია, სადაც დემონსტრანტებს განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ. ამას ჟურნალისტი რამდენიმე მიზეზით ხსნის: ამბობს, რომ პოლიციაზე სავარაუდოდ ჟურნალისტად იდენტიფიცირებამ, მისმა არააგრესიულმა ქცევამ და სიმშვიდემ იმოქმედა.
ფოტო: გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლო პროცესზე;
ფოტო: ნათია ქარჩილაძე
თუმცა მისგან განსხვავებით, არ გაუმართლა აქციის ასობით მონაწილეს და რამდენიმე კოლეგას. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სასტიკადაა ნაცემი. არაერთი ჟურნალისტის საჩვენებელი დასჯა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, აქციების დაწყების დღიდან ნაცემი და დაშავებულია 70-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს დასჭირდა სერიოზული სამედიცინო ჩარევა. დაზარალებული ჟურნალისტების მონაყოლიდან და ასევე ადგილზე გადაღებული ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცავები მათზე მიზანმიმართულად ნადირობდნენ.
8 დეკემბერს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით გავიგეთ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ. შსს მონაცემებით, 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. იგივე ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი.
"გამიმართლა, რომ ე.წ პოლიციის კორდონების გავლა არ მომიწია, სწრაფად ჩამსვეს პიკაპში და ამ კორდონებში ცემას ავცდი. მანქანით წამიყვანეს დიღომში განყოფილებაში, ცოტა დაბნეულები იყვნენ, ვერ გადაწყვიტეს რა ექნათ, განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ოქმის შევსება გაუჭირდათ, ოქმში ჩაწერეს, რომ მე პოლიციას ვაგინებდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი, მითხრეს, რომ ხელი უნდა მომეწერა. მეუბნებოდნენ, შენთვისვე იქნება უკეთესი, ნაკლებ დროს გაატარებ პატიმრობაშიო. ხელი არ მოვუწერე, ადვოკატი ვითხოვე და უარი მეთქვა, მაგრამ სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ მე ვთქვი უარი ადვოკატზე რაღაცნაირად.
სასამართლოზე დრო არ მოგვცეს რომ მტკიცებულებები წარმოგვედგინა, 35 საათი გავატარე დროებითი მოთავსების იზოლატორში, იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩემი ოჯახის წევრს დაურეკეს განყოფილებიდან და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატს იზოლატორში შევხვდი.
სასამართლოზე ბრალდება შეიცვალა, თავიდან პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას მედავებოდნენ, მერე ამბობდნენ, რომ წინააღმდეგობა გავუწიე, წინააღმდეგობის გაწევად ჩაითვალა ის, რომ რუსთაველიდან რომ მესმოდა მომიტინგეების მიმართ ხმოვანი შეტყობინება, რომ დაშლილიყვნენ, ეს უნდა გამეთვალისწინებინა და უნდა წავსულიყავი სახლში. ჩემთვის გაუგებარია ეს ბრალდება, მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას და რას ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევა?
სასამართლოზე პროკურორმა მოითხოვა ჩემთვის ორკვირიანი პატიმრობის შეფარდება, მაგრამ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2000 ლარით დავეჯარიმებინე. მიზეზად დასახელდა პოლიციის მოწოდებაზე დაუმორჩილებლობა, რომ სახლში არ წავედი. ადვოკატებმა პროცესის გადავადება ითხოვეს, რომ მტკიცებულებები წარედგინათ, რაზეც უარი მიიღეს. ველოდი კიდეც, რომ სისტემისთვის პოლიციელის გამტყუნება არახელსაყრელი იქნებოდა და ამას არ დაუშვებდნენ." — ამბობს ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი.
სახალხო დამცველმა სამართალდამცველების მხრიდან ადამიანების ცემა წამებას შეადარა. მისი თქმით, პოლიცია აშკარად იყენებს არაპროპორციულ ძალას.
"მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს." — წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები