პრემია თავისუფალი დაჯილდოებას აქციაზე გამართავს — ნახეთ ნომინანტების სია
ფოტო: პრემია თავისუფალი / Facebook
დამოუკიდებელი თეატრალური პრემია თავისუფალი წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას არ გამართავს. ნაცვლად ამისა, გამარჯვებულები 17 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საპროტესტო აქციაზე გამოვლინდებიან.
"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ცერემონია არ გაიმართება", — ნათქვამია პრემიის ორგანიზატორების განცხადებაში, — "გამარჯვებულებს გამოვავლენთ საპროტესტო დემონსტრაციაზე, იქ, სადაც დღეს ყველაზე ხმამაღლა ისმის ქართული თეატრის და მისი მაყურებლის ხმა".
რაც შეეხება ნომინანტებს, პრემიის მოკლე სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო სპექტაკლი
- ბერსერკები II. მზიანი მხარე — საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია
- ნინო, ჩემი აფროდიტე — თეატრი ათონელზე
- პათეტიკური მონოლოგები — თეატრალური კომპანია ჰარაკი
- სიყვარული და ინფორმაცია — თეატრი ათონელზე
- 1921-1924 — თეატრი სახელოსნო 42
საუკეთესო მსახიობი
- ანი იმნაძე — ლინეინის სილამაზის დედოფალი
- ნატალია გაბისონია — პათეტიკური მონოლოგები
- ბექა ხაჩიძე — ბერსერკები II. მზიანი მხარე
- თაკი მუმლაძე — ნინო, ჩემი აფროდიტე
- ია სუხიტაშვილი — ნინო, ჩემი აფროდიტე
საუკეთესო სცენოგრაფია
- ქეთევან ნადიბაიძე — პათეტიკური მონოლოგები
- თამრი ოხიკიანი — ნინო, ჩემი აფროდიტე
- მიხეილ ჩარკვიანი — სიყვარული და ინფორმაცია
- ტატო გელიაშვილი, თათა თავდიშვილი — ადამიანის ტრაგედია
- ლევან კვარაცხელია — დარტყმა
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართველი მსახიობების ნაწილი გაიფიცა და სპექტაკლებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მსახიობები გაფიცვით ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას აპროტესტებენ.
რამდენიმე დღის წინ დააკავეს ცნობილი ქართველი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. მას ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ოჯახი კი მიიჩნევს, რომ ჭიჭინაძის დაკავება "საჩვენებელი დასჯაა".
ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ, 6 დეკემბერს, მსახიობებმა, რეჟისორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს თეატრალურ უნივერსიტეტთან და მარჯანიშვილის თეატრთან.
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
კომენტარები