საქართველოს შშმ პირთა ქსელი: ჩვენი ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება
"საქართველოში შექმნილი ვითარება განსაკუთრებით აზიანებს მოსახლეობის მოწყვლად ფენებს, მათ შორის შშმ პირებს. ჩვენი ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება", — ამის შესახებ საქართველოს შშმ პირთა ქსელის განცხადებაში ვკითხულობთ. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა თემის გაძლიერებისთვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ჩართულობისთვის, კანონმდებლობისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის და ახალი სერვისების პილოტირების პროცესებისთვის.
"3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. საქართველოს შშმ პირთა ქსელის გამგეობა, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, აქტივისტების, მშობელთა ასოციაციების და შშმპ თემის მხარდამჭერების სახელით, ვაკეთებთ განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მთავრობის ბოლო განცხადებებმა ცხადყო, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რამაც მოსახლეობაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და უზრუნველყოს მისი დაცვა, განსაკუთრებით კი, 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა.
ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალს და დამოუკიდებელ ცხოვრებას. ევროპული და აშშ-ის სტანდარტები ჩვენი მხარდაჭერითი სერვისების განვითარების მოდელს წარმოადგენს და პრაქტიკული მაგალითებით გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებები.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა თემის გაძლიერებისთვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ჩართულობისთვის, კანონმდებლობისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის და ახალი სერვისების პილოტირების პროცესებისთვის.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ფინანსური მხარდაჭერის უარყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება უცხოელი პარტნიორების მიმართ არა მხოლოდ ევროპულ მომავალს გვართმევს, არამედ იმ პროგრესსაც, რაც წლების განმავლობაში იყო მიღწეული. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, სიძულვილის ენას, აგრესიას და ძალის გადამეტებას, რაც მოლაპარაკებების პროცესსა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ჩიხში აქცევს.
გვინდა ყველას გასაგონად ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება განსაკუთრებით აზიანებს მოსახლეობის მოწყვლად ფენებს, მათ შორის შშმ პირებს. ჩვენ არ გვაქვს სხვა სამშობლო, არც გაქცევის გზა და ჩვენი ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება.
მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში!", — ნათქვამია განცხადებაში.
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
კომენტარები