ის წელი, ევროვიზიის მოგებას რომ ვიმსახურებდით
საქართველოს საუკეთესო შედეგად ევროვიზიაზე ისევ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველად სოფო ნიჟარაძემ მოუტანა 2010 წლის კონკურსზე.
ფოტო: EBU
"წარსულს ვეღარ დაუბრუნდები, მაგრამ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო მეტს მოგვიტანს" — სოფო ნიჟარაძის საევროვიზიო სიმღერიდან Shine ეს ფრაზა ირონიულადაც კი ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროფესტივალზე საუკეთესო ათეულში მოხვედრის ამბიცია სწორედაც რომ წარსულში დავტოვეთ. ათწლეულზე მეტია, საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე საუკეთესო შედეგი არ გაუუმჯობესებია. მე-9 ადგილი ჩვენს ქვეყანას ჯერ სოფო ნიჟარაძემ მოუტანა 2010-ში, მომდევნო წელს კი ეს შედეგი ჯგუფმა Eldrine-მა გაიმეორა.
თუმცა, ქართველი კონკურსანტებიდან ევროვიზიის მოგებასთან ყველაზე ახლოს სწორედ სოფო ნიჟარაძე იყო, რომელმაც შთამბეჭდავი პერფორმანსით კონკურსის ჟიური და ევროპელი ტელემაყურებელი ერთნაირად მოხიბლა.
რატომ იყო 2010 საუკეთესო წელი საქართველოსთვის ევროვიზიაზე
ერთი შეხედვით, ევროვიზიაზე საქართველოს საუკეთესო გამოსვლად Eldrine-ის პერფორმანსი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან 2011 წელს კონკურსზე 43 ქვეყანა მონაწილეობდა, 2010-ში კი — 39. თუმცა, ამ ზერელე სტატისტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსია გამორჩენილი.
სოფო ნიჟარაძემ ევროვიზიის ნახევარფინალში ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და საბოლოოდ, ტელემაყურებლის ქულების გათვალისწინებით, საუკეთესო სამეულში მოხვდა (Eldrine-მა ნახევარფინალში ტელემაყურებლის ქულებით მე-5, ჟიურის შეფასებით მე-13, საბოლოოდ კი მე-6 ადგილი დაიკავა).
სოფომ ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფინალშიც: პროფესიონალების შეფასებით მან მე-4 ადგილი დაიკავა, ტელემაყურებლის ქულებით კი — მე-9.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: 2016 წლიდან ევროვიზიაზე შეფასების ფორმატი შეიცვალა და იმისათვის, რომ შედეგები უფრო ლოგიკური იყოს, ჟიურისა და ტელემაყურებლის ქულები ცალ-ცალკე ითვლება და მოგვიანებით ჯამდება. ამ ფორმატის 2010-ში გამოყენებით, სოფო ნიჟარაძე ევროვიზიის ფინალში მე-5 ადგილს დაიკავებდა და საქართველოს საუკეთესო შედეგიც ხუთეულში მოხვედრა გახდებოდა, კონკურსის ნახევარფინალს კი სულაც მოვიგებდით...
მხედველობიდან არც ის არ უნდა გამოგვრჩეს, როგორი იყო წინასაკონკურსო განწყობა: გუგლმა, რომელიც ევროვიზიის მომავალი გამარჯვებულის ვინაობას სისტემაში ძიების მონაცემებზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებდა, საქართველო რეიტინგში მეორე ადგილზე დაასახელა (პირველი ადგილი გერმანიას ერგო, რომელმაც მოიგო კიდეც კონკურსი).
რატომ იყო სოფო ნიჟარაძის გამოსვლა ასეთი წარმატებული
სოფოს პერფორმანსის კულმინაციური მომენტი: ჰაერში აწეული მომღერალი და ცეცხლი, რომელიც ევროვიზიის მაყურებელს ასე ძალიან უყვარს.
ფოტო: Aktiv / Oslo.no
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2010-ში საქართველომ ევროვიზიაზე დაბრუნება გადაწყვიტა. მანამდე, 2009-ში, კონკურსს ჩვენივე ინიციატივით გამოვეთიშეთ, როცა ორგანიზატორებმა საკონკურსო სიმღერაში, ერთი შეხედვით, პოლიტიკური შინაარსის ტექსტის შეცვლა მოგვთხოვეს. ვერ ვიტყვით, რომ ამ ფაქტმა ევროვიზიის ფანებში საქართველოს დაბრუნების მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი გააჩინა, მაგრამ ჩვენ ალბათ ოდნავ უფრო მეტი დრო და დაზოგილი რესურსი მოგვცა, 2010-ისთვის უკეთ მოვმზადებულიყავით.
2010-ში კი, საქართველოში ევროვიზიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა სოფო ნიჟარაძე ქვეყნის წარმომადგენლად. თუმცა, გამოცხადდა კონკურსი სიმღერის შესარჩევად. სიმღერა Shine, რომელიც, სიმბოლურია, რომ ნორვეგიელი კომპოზიტორის, ჰანე სერვოგის, დაწერილია (ევროვიზიას იმ წელს ნორვეგია მასპინძლობდა), ქართველმა მაყურებელმა და ჟიურიმ 100-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან შეარჩია.
პრომოტური, რომელსაც ევროვიზიის მონაწილეები წინასაკონკურსოდ ხშირად მართავენ ხოლმე, სოფოს, ფაქტობრივად, არ ჰქონია — მხოლოდ აზერბაიჯანის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალში იმღერა. თუმცა, ეს დრო შემოქმედებითმა გუნდმა ევროვიზიის სცენისთვის ლამის უნაკლო ნომრის მოსამზადებლად გამოიყენა.
სოფოს პერფორმანსი ფრანგმა ქორეოგრაფმა რედა ბენტეფორმა დადგა. ფრანგები იყვნენ მოცეკვავეებიც, მაგრამ მათი დახვეწილი, თეთრ-წითელი სასცენო სამოსი ქართული ატრიბუტებით გახლდათ გაფორმებული. ნიჟარაძეს Dolce & Gabbana-ის წითელი, სვაროვსკის თვლებით გაფორმებული კაბა ეცვა. საქართველოს ფერებში, თეთრსა და წითელში, იყო გადაწყვეტილი მთლიანი კონცეფციაც, ეს ყველაფერი კი ვიზუალურად ძალიან დახვეწილ შოუს ქმნიდა.
იმის მიუხედავად, რომ საკონკურსო სიმღერა ბალადა იყო, სოფოს სცენაზე აქტიურად მოძრაობა მოუწია, რაც, რა გასაკვირია და, ოდნავაც კი არ დასტყობია ვოკალურ მხარეს.
"სოფომ ოსლოში ბრწყინვალე პერფორმანსი გვიჩვენა", — წერს ევროვიზიის მიმომხილველი ყველაზე ცნობილი გამოცემა Wiwibloggs და ნიჟარაძეს კონკურსის ისტორიაში 10 საუკეთესო ვოკალისტს შორის ასახელებს, — "იგი ფეხშიშველი ცეკვავდა და ოთხი სხვა მოცეკვავის თანხლებით, სცენაზე აქეთ-იქით მოძრაობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იფიქრებდი, რომ ასეთი ძლიერი ბალადის სათანადოდ შესასრულებლად სუნთქვა აღარ ეყოფოდა, მაგრამ ცდები. იგი პირველივე ნოტიდან ფლობდა სიმღერას და პერფორმანსიც ყოველწამიერად უკეთესი ხდებოდა. ისე ჩანდა, თითქოს, სულ არაფერია, პინგ-პონგის ბურთივით რომ მოძრაობ სიმღერის დროს. მისი ნამღერი კი... ვაუ... ერთხელ მანქანაში ვცადე, სიმღერას ავყოლოდი და ლამის ძარღვი გამიწყდა. სოფო ქალღმერთია".
რატომ ვერ დავიბრუნეთ ძველი დიდება ევროვიზიაზე და რა შეგვიძლია ვისწავლოთ 2010-დან
ევროვიზიაზე ასპარეზობის პირველ წლებში ჩვენი ქვეყანა მუდმივად ხვდებოდა კონკურსის ფინალში და ქულების დაფაზეც ყოველთვის მარცხენა მხარეს იკავებდა ხოლმე; სოფო ნიჟარაძე კი საქართველოდან რიგით მე-3 მონაწილე იყო ევროფესტივალზე, ასე რომ, იფიქრებდი, ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვსო...
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ათეული კი არა, ფინალში მოხვედრაც კი სანატრელი გაგვიხდა. წარუმატებელი მცდელობების დიდი ნაწილი მოდიოდა "ექსპერიმენტებზე": ხან ქართული ფოლკის გაცნობა გვინდოდა ევროპელი მსმენელისთვის და ხანაც ჩვენს დარდებზე გულის გადაშლა. აი, 2010 წელი კი რამდენიმე გაკვეთილის მასწავლებელია.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სათანადო მომღერლის შერჩევა და ეს დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს; ევროვიზია კია სიმღერის კონკურსი, მაგრამ შემსრულებელი "შეფუთვის" არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ. ამასთან, უბრალოდ, კარგი ვოკალისტობა არ კმარა: ფანები სოფოს მხოლოდ ვოკალს კი არა, სცენაზე ნაჩვენებ პროფესიონალიზმსა და ინდივიდუალიზმსაც უქებდნენ. ეტყობა, რომ მსახიობიცაა, მოძრაობით და მიმიკებით მისი პერფორმანსი მიუზიკლსაც მოგაგონებსო, წერდნენ ნიჟარაძეზე.
სცენოგრაფიის რეჟისორის შერჩევა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა, რადგან დადგმა ევროვიზიაზე ხშირად ყველაფერს ცვლის. კარგმა დადგმამ არცთუ პოპულარული სიმღერა შეიძლება ფავორიტად აქციოს (ირლანდია 2024), კარგი სიმღერა კი შეუფერებელმა სცენოგრაფიამ ფინალს მიღმა დატოვოს (საქართველო 2023).
დაბოლოს: ეფექტური დადგმაც კარგია, ფენომენალური ვოკალიც და მდიდრული კაბაც, მაგრამ ყველაფერი მაინც სიმღერაზეა დამოკიდებული. იმ მიდგომამ, რომ სიმღერა საგანგებოდ ევროვიზიისა და უკვე შერჩეული მომღერლისთვის დაიწეროს, საქართველოშიც გაამართლა და სხვა ქვეყნებშიც. სხვა მხრივ კი, ევროვიზიაზე წარმატების საიდუმლო ფორმულა, ისევე, როგორც კარგი სიმღერის მზა რეცეპტი, უბრალოდ, არ არსებობს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე
გადახედვა
-
POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს
გადახედვა
-
რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა
-
შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?" შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?"
გადახედვა
-
ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა

კომენტარები