საბა ბუაძე

12 Nov. 2024, 13:47

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთარ ფარცხალაძის, იგივე ოთარ რომანოვის ამ სიყალბეს, ოროსნების და თაღლითების სამჭედლოს არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ამას ყოველდღიურად პროკურატურა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა ადასტურებს თავად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება. მტკიცებულებები შეეხება როგორც არჩევნების დღემდე არჩევნების გაყალბების მცდელობას, ისე არჩევნების დღეს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. თავში არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ასეთი რეზონანსის და მნიშვნელობის საქმეზე საზოგადოებისთვის ჩაებარებინა ანგარიში და ამ საცირკო წარმოდგენების პარალელურად ეთქვა, რამეს მიაკვლიეს თუ არა. ყველამ კარგად იცის, რომ ამ გამოძიებას აქვს ერთადერთ მიზანი. ეს არის პოლიტიკური მიზანი. ეს არის მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ ივანიშვილის პარტიულ და რუსულ ინტერესებს მოემსახუროს, ის რასაც აქ ჩაატარებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მტკიცებულები მე დღეს აქ მოტანილი მაქვს. მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ ეს მტკიცებულებები წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამი არის კარგ მთქმელს სჭირდება კარგი გამგონე და აქ სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არავის გააჩნია".

ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დაწყებამდე, მედიასთან განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  4. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  5. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს

ბიოჰაკერი ბრაიან ჯონსონის თქმით, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა საკმარისად კარგად არაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ მან…