ჯოზეფ ბორელი

29 Oct. 2024, 17:44

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც საარჩევნო კამპანიის, ისე საარჩევნო დღის მიმდინარეობისას დარღვევები აღწერეს. მათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ უცნიათ. 

მე გამჭვირვალე გამოძებას მოვითხოვ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილი დარღვევების, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები, რომელთაც პროცესის მიმართ საჯარო ნდობას ძირი გამოუთხარეს. ეს დარღვევები უნდა მოგვარდეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. 

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ამიტომ, მან უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით. არჩევნების მთლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

მე ვთხოვე პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტს შეიკრიბოს დღეს სასწრაფო განხილვისთვის საქართველოში არსებულ რთულ ვითარებაზე. მე ასევე ეს შევიტანე საგარეო საქმეთა საბჭოს ნოემბრის დღის წესრიგში.

ქართველი ხალხი თვეების განმავლობაში ავლენდა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას. ისინი იმსახურებენ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს და იმას, რომ მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმურობაში დარწმუნებულები იყონ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანად დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა

დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.…