ბულინგი სკოლებში, სისტემური პრობლემები და მათი დაძლევის გზები
ფოტო: ISTOCK/CRAIG DINGLE
სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც, ალბათ, ყოველი ჩვენგანი ვყოფილვართ. ამას ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის სახე აქვს, ზოგჯერ ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობის. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება — ბულინგი საქართველოს სკოლებში სერიოზული პრობლემაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ ექცევა.
ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა პრიორიტეტი გახადა ილიას სამართლის სახლმა (ილიასმა). მათ ჩაატარეს შესაბამისი კვლევაც — სკოლებში ბავშვთა მიმართ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა საქართველოში: სისტემური პრობლემები და მათი დაძლევის გზები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევამ, რომელიც ევროპის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, გამოავლინა 30 ძირითადი მიგნება/ფაქტორი, რომელთა გამოც სკოლებში ბავშვები თავს დაცულად არ გრძნობენ და მათი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდა 150 რეკომენდაცია ბულინგზე შესაბამისი რეაგირებისა და მისი პრევენციის მიზნით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც კვლევის პროცესში გამოიკვეთა არის ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა. ეს კი მაშინ, როცა ბულინგის შემთხვევები იმდენად ხშირია, რომ სისტემურ სახეს იღებს და შესაბამისად, მის მოგვარებასაც არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომები და ცვლილებები სჭირდება.
ამასთან ერთად, იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ერთგვარი სტრატეგია, თუ როგორ უნდა უპასუხოს ბულინგს სკოლებში, პრობლემა დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის კეთილსინდისიერებასა თუ კვალიფიციურობაზე.
კვლევის თანაავტორები, ელენე სიჭინავა და მარიამ ჯანიაშვილი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სკოლებსა და მშობლებს შორის არ არსებობს სათანადო და ეფექტიანი კომუნიკაცია, რაც ბულინგის პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კვლევის შედეგებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
კომენტარები