დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართულ-ჩინური ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ზონების შექმნაზე ისაუბრა
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა პეკინში მიმდინარე "ერთი გზა - ერთი სარტყელის" ფორუმზე, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტი გამოვიდა მნიშვნელოვანი მოხსენებით და ახალი თეზისებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აბრეშუმის გზის გასწვრივ მყოფი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება. მან დაასახელა ხუთი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს ქვეყნებს ერთად, მშვიდობიანად უნდა მოეხერხებინათ თანაცხოვრება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც დღეს ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვაერთიანებს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე.
თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე პრინციპზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უპირველესი პრინციპი, რასაც ჩინეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მოვახვევთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ "ერთმანეთს ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მიმართულებები ჩვენს ქვეყნებში გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნების ერთობლიობისათვის."
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამდენად, "ჩვენ არ უნდა გავხდეთ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთმანეთის ყველაზე ძლიერი მხარეები, რათა შევავსოთ ერთმანეთი და მივცეთ ერთმანეთს შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან საუკეთესოს აღმოჩენაში, რათა შემდგომში უკვე შევავსოთ, მოვახდინოთ სინერგია და მივიღოთ საუკეთესო შედეგი," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
"ერთი გზა - ერთი სარტყელის" ფორუმის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვანგ იანგთან. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მასთან შევთანხმდით იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში უნდა მოიძებნოს ის მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც არის შესაძლებელი საქართველოში," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ქართულ-ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს საქართველოსა და ჩინეთის 150-მდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
კომენტარები