ირლანდიელი პარლამენტარი რუსული დაზვერვის აგენტი აღმოჩნდა
ფოტო: UK home Parliament
გამოცემა Politico ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირლანდიის ამჟამინდელი პარლამენტარი რუსეთის დაქირავებული აგენტი აღმოჩნდა. მას, სავარაუდოდ, რომანტიკული ხასიათის კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის აგენტთან.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ძირითადად, NATO-ს საწინააღმდეგო, ისევე როგორც პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებდა, იგი ჩრდილოეთ ირლანდიის ექსტრემისტულ ჯგუფებთან ამყარებდა კონტრაქტს. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, საიმონ ჰარისის თქმით, მას ეს ფაქტი საერთოდ არ უკვირს.
მედიის ცნობით, ირლანდიელი დეპუტატი რუსეთის აგენტების წრეს, ჯერ კიდევ 2019 წელს შეუერთდა. იმავე პერიოდში, რუსეთი ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის Brexit-სთან დაკავშირებული დაძაბულობის გაღრმავებას ცდილობდა, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანულ რეგიონში.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კითხვაზე მუშაობს თუ არა რუსული დაზვერვის აგენტი ირლანდიის პარლამენტში, უპასუხა, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა დასძინა, რომ “ეს არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი”.
რუსულ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილისთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც დაუპატიმრებიათ, რადგან "კრემლის აგენტებთან ურთიერთობისას, რომლებიც დუბლინში რუსეთის საელჩოში მუშაობენ — მას არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული”. პარლამენტარის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ის ფაქტიც ახსენა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოხშირდა. ირლანდიამ ამავე წლიდან მოყოლებული ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, მათ ირლანდიის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში დაზვერვის აგენტების დაქირავებაში ედებოდათ ბრალი. შედეგად, მოსკოვმა ათეულობით ირლანდიელ პოლიტიკოსს აუკრძალა რუსეთის საზღვრების გადალახვა.
"რუსეთი საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას მთელს მსოფლიოში ცდილობს, არც ირლანდიაა ამისგან დაზღვეული”, — ამბობს ჰარისი.
ირლანდიიდან გაძევებული ოთხივე დეპუტატი რუსული სამხედრო დაზვერვის (ГРУ) წევრი იყო. ფიქრობენ, რომ ეჭვმიტანილი დეპუტატი, სავარაუდოდ, ამ ოთხიდან ერთ-ერთმა, სერგეი პროკოპიევმა დაიქირავა.
The Sunday Times-ის ცნობით, გაძევების შემდეგ პროკოპიევი ირლანდიელ დეპუტატთან რუსი აგენტის მეშვეობით ინარჩუნებდა კონტაქტს. აგენტი დეპუტატთან, პერიოდულად, რომანტიკული ხასიათის კონტაქტს ამყარებდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, პარლამენტარი მაინც აგრძელებდა რუსული სამსახურების პირებთან კონტაქტს. ჯერ-ჯერობით, გამოძიების შედეგად, მისი მხრიდან არ არის აღმოჩენილი რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საბუთები ან ფულის აღების მტკიცებულება.
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
კომენტარები