იაგო ხვიჩია

30 Sep. 2024, 15:44

"ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნებისთვის ეს რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია: გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ. მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ბატონ ლავროვს, პუტინს და ა.შ, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ. რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში იყო ქართველების შეურაცხყოფა. თუნდაც ის, რომ ისინი მზადყოფნას აცხადებენ სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში. ვფიქრობ, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ არის შეურაცხმყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ის იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში — ტრივია დაიწყო. ახალი სეზონზე…