მოისმინეთ: დამიანო დავიდმა პირველი სოლო სიმღერა გამოუშვა (ვიდეო)
ფოტო: Press
თუკი შემოდგომის გრილ დღეებს რამე დააცხუნებდა, ეს მხოლოდ დამიანო დავიდის ხრინწნარევი ხმა იქნებოდა. პოპულარული იტალიური როკჯგუფის, Måneskin-ის, წამყვანმა ვოკალისტმა სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და სულ ახლახან პირველი სიმღერაც გამოუშვა.
Silverlines — ასე ჰქვია დამიანოს სადებიუტო სოლო სინგლს, რომელიც მუსიკოსმა Sony Music-ის ლეიბლით გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ დავიდთან ერთად, კომპოზიციის ერთ-ერთი ავტორი და პროდიუსერი ინგლისელი პოპვარსკვლავი Labrinth არის.
"ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიმღერაა", — აღნიშნა იტალიურ მედიასთან დამიანომ, — "ეს კომპოზიცია განზრახ ავირჩიე ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების ახალი თავის დასაწყებად და ვიმედოვნებ, რომ ხალხი მზადაა, ამ მოგზაურობაში წამომყვეს".
იტალიურმა ჯგუფმა Måneskin-მა, რომლის ვოკალისტიც დამიანოა, მსოფლიო პოპულარობა 2021 წელს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სიმღერით Zitti e Buoni ახალგაზრდა მუსიკოსებმა იტალიას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანეს, თავად კი კიდევ უფრო დიდი სცენების გზას დაადგნენ. 2022 წლის მონაცემებით, Måneskin-ს მსოფლიოში 40 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული, ჯგუფის სიმღერებს კი ყველა ციფრულ პლატფორმაზე ჯამურად ოთხ მილიარდზე მეტჯერ მოუსმინეს.
გასულ წელს დამიანოს ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა სამომავლოდ სოლო კარიერის დაწყებას, რაც მომღერალს არ გამოურიცხავს. ვფიქრობ, ყველა შემსრულებლის კარიერაში დგება მომენტი, როცა იგი თავისი გზით უნდა წავიდესო, დაამატა მაშინ დავიდმა.
"მთელი მსოფლიო მოვიარე, ჩემი ხმა რომ მეპოვა და ამ ძიებამ საბოლოოდ იქ მიმიყვანა, სადაც ყველაფერი დაიწყო. ჩემი სახელია დამიანო დავიდი და დღეს ჩემი ცხოვრების პირველი დღეა", — ამ სიტყვებით დააანონსა 25 წლის მომღერალმა სოლო კარიერის დაწყება რამდენიმე დღის წინ.
Måneskin-ის ფანებს კი სულაც არ აქვთ საქმე სადარდებლად; დამიანომ გავრცელებული ხმების გასაქარწყლებლად დააზუსტა, რომ მისი სოლო კარიერის დაწყება ჯგუფის დაშლას არ ნიშნავს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
კომენტარები