საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ თაობის მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი თაობა ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალზე 31 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალ თაობის აქტივობები ქალაქ ქუთაისში შემდეგ სივრცეებში ჩატარდება:
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციური ცენტრი;
- კინოთეატრი საქართველო;
- ი. გრიშაშვილის ქუჩა (თეთრ ხიდთან);
- აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა;
ფესტივალში ყოველდღიურად 700-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას — ისინი დაესწრებიან სპეციალურად მათთვის შერჩეული ფილმების კინოჩვენებას, ჩაერთვებიან მოდერირებულ დისკუსიებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან შეხვედრებში. მოუსმენენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში და ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ.
ღონისძიების ფარგლებში, 21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის პირველ სკოლაში გაიმართება ვორკშოპი, რომელსაც საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მასწავლებელი — მარეხ მაზანაშვილი გაუძღვება. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნობიან მომავლის ტექნოლოგიებს, გაიგებენ როგორ არის დაპროგრამებული ჭკვიანი მოწყობილობები, რა გზები არსებობს ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და სხვა.
ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ღონისძიების ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ბანკის სტენდს და მიიღონ სპეციალური შეთავაზებები.
ინფორმაციისთვის, ფესტივალი 20 სექტემბერს, 19:30 საათზე ი. გრიშაშვილის ქუჩაზე იტალიური ფილმის ხვალინდელი დღეც გვაქვს საჯარო ჩვენებით გაიხსნება. აღნიშნული კინოჩვენება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.
დახურვის ცერემონია კი 26 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებული ფილმები გამოვლინდებიან, ხოლო ღონისძიება ქართული ჯგუფების კონცერტით დასრულდება.
კინოფესტივალის შესახებ:
თაობა არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში დაარსდა. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
კინოფესტივალი არაკომერციულია და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი თაობა არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს ქართველი პარტნიორი და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში
გადახედვა
-
სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა
გადახედვა
-
ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად
-
თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
კომენტარები