პრეანალიტიკის როლი მიკრობიოლოგიაში — ინტერვიუ სპეციალისტთან
ფოტო: თოდუას კლინიკა
პრეანალიტიკა უდიდეს როლს თამაშობს კვლევის საბოლოო შედეგზე — მეტწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად სწორად შესრულდება გამოკვლევა. ლაბორატორიული მედიცინის შეცდომების დიდი წილი, 77% პრეანალიტიკური ფაზის დარღვევაზე მოდის.
რას გულისხმობს პრეანალიტიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სწორი პასუხისთვის? — ამ საკითხზე თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მიკრობიოლოგი თინათინ მესხიშვილი საუბრობს.
ქალბატონო თინათინ, რა არის პრეანალიტიკა და რა როლს თამაშობს ის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების პროცესში?
პრეანალიტიკა ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს პაციენტის წინა, მოსამზადებელ პერიოდს საკვლევი ნიმუშის აღების, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დაცვით. პრეანალიტიკური ფაზა იწყება პაციენტის სწორად ინფორმირებულობით იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადოს ამა თუ იმ კვლევის ჩატარებისთვის.
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების პრეანალიტიკური ფაზის პირველი და მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეხება ყველა ტიპის ბიოლოგიურ ნიმუშებს, არის ნიმუშის აღება ანტიბიოტიკოთერაპიამდე. თუ პაციენტი უკვე იმყოფება ანტიბიოტიკზე, სასურველია, ასეთ დროს ნიმუში ავიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან მინიმუმ 24-სთ-ის გასვლის შემდეგ.
განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ტიპის გამოკვლევებისთვის პრეანალიტიკური ეტაპი?
დიახ, რა თქმა უნდა, განსხვავდება. აუცილებელია დავიცვათ ნიმუშის შენახვის და ტრანსპორტირების პირობებიც. მაგალითად, ხახის ნაცხის და ნახველის აღების პრეანალიტიკა განსხვავებულია. ხახის ნაცხის აღების დროს არ არის საჭირო პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურის ჩატარება, ნახველის ჩაბარებისას კი საჭიროა, ჩატარდეს პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურა.
ბიოლოგიური ნიმუშების უმრავლესობა, სასურველია, ლაბორატორიაში მოხვდეს აღებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში. თუ ამ მონაკვეთში ვერ ხერხდება ტრანსპორტირება, აუცილებელია, დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი და მასალა მოთავსდეს სატრანსპორტო კონტეინერში. მაგალითად, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის დროს მასალა ლაბორატორიაში მიტანილ უნდა იქნას აღებიდან-1-2 სთ-ის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სპეციალისტმა ან 4-8°C-მდე ტემპერატურულ პირობებში უნდა შეინახოს 24 სთ-ის განმავლობაში, ან გადაიტანოს ბორისმჟავიან კონტეინერში.
განსხვავებულია სისხლის, ჩირქოვანი მასალის, სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სითხეების, ფეკალური მასის და ა.შ. შენახვის და ტრანსპორტირების პირობებიც.
თუ არსებობს ისეთი სახის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომლისთვისაც მასალის აღება უშუალოდ ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს?
დიახ, რა თქმა უნდა. ნიმუშის ასეთ სახეობებს მიეკუთვნება ხახის ნაცხი, ჩირქოვანი მასალა, ზედაპირული ჭრილობის ნაცხები და ა. შ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული ნიმუშების აღება შეუძლია ნებისმიერ დატრენინგებულ, სამედიცინო პერსონალს.
გამოკვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დერმატოფიტების გამოვლენის მიზნით, კანის დაზიანებული ზედაპირიდან, თავის არედან და ფრჩხილიდან ნიმუშის სწორად აღება. ამ შემთხვევაში, სასურველია, თუ ეს პროცესი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომლის მიერ განხორციელდება. ასეთ დროს სწორად უნდა შეფასდეს ნიმუშის აღების ლოკაცია, მასალა აღებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაითესოს წინასწარ გამზადებულ შესაბამის სელექტიურ აგარებზე, ასევე, საჭიროა მომზადდეს მიკროსკოპირებისთვის შესაბამისი პრეპარატები. ამ პირობების დაცვა კი მხოლოდ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
თქვენ ისაუბრეთ პრეანალიტიკის როლზე მიკრობიოლოგიაში და პაციენტის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე. როგორ ხდება ეს პროცესი თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიურ განყოფილებაში?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკას აქვს კომფორტული და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი. ერთ სივრცეში, კლინიკიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს პაციენტმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ლაბორატორიული მომსახურების სრული სპექტრი.
პაციენტის პირველადი ინფორმირებულობა ლაბორატორიული კვლევების ჩაბარებასთან დაკავშირებით იწყება მკურნალი ექიმის კაბინეტში. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი კონსულტაციას იღებს ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მიერ, როგორც ადგილზე გასაუბრებით, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
უნდა აღვნიშნო ისიც რომ, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტების და ხარისხის ჯგუფის მიერ მომზადდა ე.წ. ლაბორატორიული სერვისის მომსახურების გზამკვლევი, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ძირითად, მნიშვნელოვან პრეანალიტიკურ საკითხებს და სწორად მოემზადონ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური ნიმუშების ჩაბარებისთვის.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
კომენტარები