Geely, Mazda და Auto Gallery — თეგეტას მულტიბრენდული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ფოტო: Teget
· პირველი ინტეგრირებული შოურუმი საქართველოში, სადაც ავტომობილები, განსხვავებული იდენტობით, ერთ სივრცეში გაერთიანდა
· საავტომობილო კომპლექსის შთამბეჭდავ პრეზენტაციას 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა
სამი ბრენდის სრული სამოდელო რიგი და საავტომობილო სერვისი ერთ მისამართზე - Tegeta Cars_ის ახალი ინტეგრირებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. საავტომობილო კომპლექსი Tegeta Cars-ში შემავალ კომპანიებს: Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მულტიბრენდული შოურუმი მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, სადაც სრული საავტომობილო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
ფოტო: თეგეტა
აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. პრეზენტაციისათვის თბილისში ჩამოვიდნენ Geely-სა და Mazda-ს წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი და Mazda Global-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური მენეჯერი მასამი იანაგავა.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქართველ და უცხოელ პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს Tegeta Cars-ის ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო, შესაბამისად, 4,000 m2-მდე სივრცე კონცეპტუალურად დავტვირთეთ: ერთ შენობაში გავაერთიანეთ საექსპოზიციო დარბაზი, სრული ავტოსერვისი და სამუშაო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთი ვიზიტით მისთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღებას შეძლებს. Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს — Tegeta Cars-ში შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს თეგეტას სხვადასხვა ფილიალებში უწევდა მისვლა. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ. უცვლელი დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით თეგეტა ჰოლდინგის მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს, ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ."
ფოტო: თეგეტა
ორსართულიანი შოურუმი მულტიბრენდულია და ოფიციალური გახსნის ცერემონიაც შესაბამისად დაიგეგმა: ღონისძიებაზე სამი ქვეყნის კულტურა გაცოცხლდა. სიმბოლურად ამომავალი მზის ინსტალაციით წარუდგინეს სტუმრების იაპონური ბრენდი Mazda. წინსვლა, მოძრაობა, მომავალი, მდგრადობა - ჩინური ავტოგიგანტის, Geely-ს მოტო კი იეროგლიფებით გამოსახეს. აღმოსავლური მოტივებისაგან სრულიად განსხვავებული სივრცე დახვდათ მოწვეულ სტუმრებს შოურუმის მეორე სართულზე, რომელიც Auto Gallery-ს ეთმობა. კომპანია, ელექტრომობილებთან ერთად წარმოადგენს მოტოციკლეტებისა და off-road ტექნიკის ისეთ ამერიკულ ბრენდებს, როგორიცაა Indian-ი და Polaris-ი. სწორედ ამ ბრენდების კონცეფციის გათვალისწინებით შენობის ეს ნაწილი ამერიკული კულტურის ელემენტებით გაფორმდა.
ფოტო: თეგეტა
ელლა კამლაძე, მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "Tegeta Cars-ის ახალი საავტომობილო შოურუმის მთავარი მიზანი მომსახურების მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისათვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაა. ამ იდეას მოვარგეთ შოურუმის გახსნის ცერემონიალი და ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ იმ დეტალებსა და მახასიათებლებს, რომლებიც თითოეული ამ ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს. Mazda-ს სივრცე ამომავალი მზის ინსტალაციით წარმოვაჩინეთ, რომელიც იაპონური კულტურის მთავარი სიმბოლოა. ბრენდი, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ხელოვნებისა და კულტურის აქტიური მხარდამჭერია. ჩინური კულტურის ელემენტებით, წარმოვადგინეთ ბრენდი Geely. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდათ მითოლოგიური დრაკონის პერფორმანსი. სრულად განსხვავებული სივრცე შევქმენით Auto Gallery-ში. Off-road-თან მიახლოებული გარემო, ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებისათვის, ვფიქრობთ, მიმზიდველი აღმოჩნდა".
ფოტო: თეგეტა
საექსპოზიციო დარბაზებთან ერთად გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის შესაბამისად დაიტვირთა ავტოსერვისისათვის გამოყოფილი სივრცე, რომელიც მუსიკალურ პერფორმანსს დაეთმო.
Tegeta Cars-ის შოურუმის გახსნის ღონისძიება სალიზინგო კომპანიების: Tegeta Leasing-ის, TBC Leasing-ის, სადაზღვეო კომპანიების: TBC Insurance-ის, Aldagi-ის პრემიუმ დაზღვევა პრიმო-ს, დეველოპერული კომპანია Idea Development-ისა, მზის პანელების კომპანია Shine Energy-ის, კომპანია GD Alco_სა და „სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით გაიმართა.
შოურუმი და კონცეპტუალური სივრცე
Geely-ს, Mazda-სა და Auto Gallery-ს შოურუმი 4,000 m2-მდე ფართობს მოიცავს. პირველი სართულის ნაწილი Geely Sakartvelo-ს ეთმობა. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში.
ფოტო: თეგეტა
ამავე სართულს იკავებს Mazda Center Tegeta. კომპანიას, რომელიც საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, მომხმარებელი 2012 წლიდან კარგად იცნობს.
მეორე სართული კი Auto Gallery-სთვის არის განკუთვნილი. ეს არის Tegeta Cars-ში შემავალი მულტიბრენდული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებთან ერთად, ისეთი ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Polaris, Indian Motorcycle.
ფოტო: თეგეტა
თანამედროვე სტანდარტების შოურუმი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდა.
სრულად კეთილმოწყობილია გარე ტერიტორიაც. შოურუმის ეზოში გამოყოფილია სივრცე ავტოსადგომის, სამრეცხაოსა და ელექტროდამტენებისათვის.
ახალი შოურუმი, სერვისცენტრთან ერთად, უკვე ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელს ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათიდან 18:30-მდე, შაბათს კი 09:30-დან 15:00 საათამდე ემსახურებიან.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, Polaris, Indian, - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
კომენტარები