გიორგი გახარია

16 Sep. 2024, 10:36

"ივანიშვილი მზადაა, რომ ნებისმიერი ფასი გადაიხადოს იმაში, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომ ვიღაცის თავში შეიძლება გაჩნდეს აღქმა, რომ ეს ომი რუსეთის პროვოკაციის შედეგი და რუსეთს თავდასხმის შედეგი კი არ იყო, დასავლეთის, ევროპის და ამერიკის პროვოკაციის შედეგი იყო. იმხელა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის სუვერენიტეტსაც და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასაც, რომ ამ ადამიანს ეს გააზრებული არ აქვს. და იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით უდგანან, იმის თავი არ აქვთ დღეს, რომ ეს უთხრან.

როცა ადამიანს და სახელმწიფოებს, რომლებიც შენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ფუნდამენტი და საფუძველი არაღიარების პოლიტიკის, დღეს მათთან სტრატეგიულ პარტნიორობას გაწყვეტ, ათას სისულელეს დააბრალებ და ამასთან ერთდ ეტყვი, რომ თქვენ იყავით პროვოკატორები ამ ომის დაწყებაშიო, მათი მოტივაცია ამიხსენით?

თუ არაღაირების პოლიტიკა შესუსტდება, რუსეთი რას იზამს? აჩუქებს რამეს საქართველოს? რა თქმა უნდა, არა. როდესაც ადამიანები ასეთ რაღაცებს ეთამაშებიან, მაშ ვამბობ მე ყოველთვის საჭიროა პასუხისმგებლობა.

უბრალოდ ვაჭრობთ, რომ დამატებით ხმა მიიღოთ არჩევნებზე და როგორმე თქვენი მოპარული ფულიც სადმე გააპაროთ და გადაარჩინოთ".

ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ "ოსი დები და ძმები ნაციონალურმა მოძრაობამ გაახვია ცეცხლის ალში."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი

ერთი ნახვით სიყვარულის გჯერათ? მე დავიჯერე, როცა სვანეთს პირველად ვესტუმრე. რაღაც უხილავი გრძნობა და დამოკიდებულება…