Game Of Thrones-ის პერსონაჟები, რომლებიც წიგნში გვხვდებიან, მაგრამ სერიალში - არა
სამეფო კარის თამაშების ის მაყურებლები, რომლებიც დიდი ყურადღებით კითხულობენ ჯორჯ მარტინის ყინულისა და ცეცხლის სიმღერას, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ HBO-ს სერიალში ბევრი პერსონაჟის ისტორია შემცირებულია, ბევრიც კი საერთოდ ამოღებულია შოუდან.
წარმოგიდგენთ Game Of Thrones-ის რამდენიმე პერსონაჟს, რომლებიც წიგნში გვხვდებიან, მაგრამ სერიალში ვერ მოხვდნენ.
არიანა მარტელი
დორან მარტელის შვილის, არიანა მარტელის სერიალიდან ამოღება დიდი ხნის განმავლობაში იყო მაყურებლების კრიტიკის მთავარი საგანი. გულშემატკივრები წერდნენ, რომ ამით სერიალს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საინტერესო პერსონაჟი დააკლდა.
იმ შემთხვევაში თუ არიანა სერიალში იქნებოდა, მის პერსონაჟს ძალიან მოუხდებოდა მორენა ბაკარინი.
აეგონ ტარგარიენი
აეგონი რაეგარ ტარგარიენისა და ელია მარტელის მეორე შვილი იყო.
პენი
პენი და ტირიონი ერთმანეთს მაშინ გაიცნობენ, როდესაც ლანისტერი ტყვედ იყო ჩავარდნილი. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი პენის სიყვარულის ობიექტიც კი ხდება.
სერიალში მის როლს სავარაუდოდ მერიდიტ იტონი შეასრულებდა.
კიდევ ერთი გრეიჯოი
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეს გრეიჯოი ნომერი ოთხია. ვიქტარიონ გრეიჯოი, რკინის ფლოტის კაპიტანი და მეფე ბალონის უმცროსი ძმა.
როგორ გგონიათ, ვინი ჯონსი მოუხდებოდა ამ როლს?
ედრიკ სტორმი
ედრიკი რობერტ ბარათეონის უკანონო შვილია. სერიალმა კი უმსგავსობა ჩაიდინა და რობერტის მრავალრიცხოვანი უკანონო შვილები ერთ პერსონაჟში გააერთიანა, გახსოვთ გენდრი?
ედრიკის სერიალში ყოფნის შემთხვევაში, მის როლს, სავარაუდოდ, ნიკოლას ჰალტი შეასრულებდა და მელისანდრასთან და დავოსთან ერთად ბევრ საინტერესო ეპიზოდს შემოგვთავაზებდა.
ჯეინ პული
ჯეინი სანსა სტარკის საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად მიემგზავრება კინგს ლენდინგში. ისინი ერთად ჭორაობენ, ცეკვავენ, ქარგავენ და დროს ზუსტად ისე ატარებენ, როგორც ახალგაზრდა გოგოებს შეეფერებათ. ნედის სიკვდილის შემდეგ კი ჯეინს ლანისტერები ტყვედ ჩაიგდებენ და აპირებენ, რომ რემზი ბოლტონს მოტყუებით მიათხოვონ და უთხრან, რომ ჯეინი სინამდვილეში არია სტარკია. წიგნის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ჯეინი სერიალს ძალიან დიდ მუხტს შემატებდა.
მის როლს, სავარაუდოდ, ჯორჯია ჰენლი შეასრულებდა.
ჯენა ფრეი ლანისტერი
ისინი, ვისაც წიგნი აქვთ წაკითხული ამბობენ, რომ ჯენა საუკეთესო ლანისტერია, ის სერსეის, ჯეიმისა და ტირიონის მამიდაა, ანუ ტაივინ ლანისტერის და. ჯინა გაბედული, მამაცი და გამჭრიახი პერსონაჟია. მას შემდეგ რაც ტაივინის ცოლი გარდაიცვალა სწორედ ჯინა ზრდიდა და-ძმებს და იყო ერთადერთი, ვინც აღიარებდა, რომ ტირიონი ნიჭიერია. ის დაქორწინებულია ემონ ფრეიზე, რომელსაც ამცირებს, აბუჩად იგდებს და ჩაგრავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარი ქორწინების შემდეგ ფრეი გახდა, მას ყველა მაინც ლანისტერად მოიხსენიებს და ვერავინ ზედმეტ სიტყვას ვერ უბედავს.
მის როლს იდეალურად შეასრულებდა კეტი ბეიტსი.
ბნელი ვარსკვლავი
მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალში ბოროტი და შავბნელი წარსულის მქონე ადამიანები ნამდვილად საკმარისზე მეტია, მაგრამ ერთით მეტი არ გვაწყენდა.
გაიცანით ჯეროლდ დეინი, იგივე ბნელი ვარსკვლავი, დორნელი რაინდი, ვერცხლისფერი თმითა და მეწამული თვალებით, რომლის როლსაც უსათუოდ მოუხდებოდა ჯონათან რის მაიერსი.
ტაენა
ტაენა ლორდ ორტონის ლამაზი და სექსუალური ცოლია. გრძელი შავი თმითა და დიდი თვალებით და რეალურად ერთდერთი მოწმე იყო, რომელმაც ტირიონი ჯოფრის სიკვდილში დაადანაშაულა. ტაენა სერსეის შესახებ ბევრ საინტერესო და საიდუმლო ინფორმაციას ფლობს.
გრძელი შავი თმა, დიდი თვალები, სექსუალურობა... ამ როლზე სელმა ჰაიეკის გარდა კიდევ ვინ წარმოგიდგენიათ?
რა თქმა უნდა, ეს ყველა ის პერსონაჟი არ არის, რომელიც წიგნში გვხვდება, მაგრამ სერიალიდან ამოიღეს, ამიტომ ახლა ჯერი თქვენზეა. თუ წაკითხული გაქვთ გვითხარით, რომელ პერსონაჟს დაამატებდით შოუს და ვის შეასრულებინებდით მის როლს.
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა










კომენტარები