რუსეთში ქვეყნიდან წასული მოქალაქეების ბაზის შედგენას აპირებენ
ფოტო: ნიკოლაი ლევიში / ტელეგრამი
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, შეიქმნას იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, რომლებმაც დატოვეს რუსეთი "ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე არამეგობრული სახელმწიფოების უცხოურ ცენტრებში სწავლებისთვის".
ეს არის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილი.
დოკუმენტი განხილვის ეტაპზეა. ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე, ავტორიზებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ საკუთარი წინადადებები და შეფასება პროექტის შესახებ.
კონკრეტულად, ვინ შევა ახალ მონაცემთა ბაზაში, უცნობია.
დოკუმენტის სხვა ნაწილებში, "ექსტრემისტულ საფრთხედ" მოხსენიებული არიან: ადამიანები, რომლებიც წავიდნენ განათლების მისაღებად უცხოურ რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ასევე — "არამეგობრული სახელმწიფოების" და საზოგადოებრივი ჯგუფების ჰიბრიდული ქმედებები; უკრაინული სტრუქტურები.
The Bell-ის ანალიზის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაახლოებით 650 ათასმა მოქალაქემ დატოვა რუსეთი და სამშობლოში ჯერ არ დაბრუნებულა.
ამ კვლევის მიხედვით, რუსების ყველაზე დიდი ნაწილი წავიდა ქვეყნებში, სადაც მათ ვიზა არ სჭირდებოდათ — სომხეთში 110 ათასი, ყაზახეთში 80 ათასი, საქართველოში კი — 84 ათასი ადამიანია.
შსს-ს პროექტის წარდგენამდე, გამოცემა აგენტსტვო წერდა, რომ გაჟონილი მონაცემების ბაზების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა აგრეგატორმა შეადგინა იმ ადამიანების სიები, ვინც დატოვა რუსეთის ფედერაცია. ამ ბაზაში ადამიანები დაყოფილები არიან ქვეყნიდან წასვლის მიზეზების მიხედვით — ომის დაწყება უკრაინაში, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი და მობილიზაციის გამოცხადება.
სტრატეგიის მიხედვით, რუსეთისთვის მთავარი საფრთხე არის ისლამიზმი (კონკრეტულად, ისლამიზმის გავრცელება სპორტულ ორგანიზაციებში) და რუსეთის მოქალაქეების ჩართვას "რადიკალური ნაციონალისტური შეიარაღებული ჯგუფების საქმიანობაში, მათ შორის უკრაინაში". სტრატეგიის ავტორებმა ცალკე გამოჰყვეს "უკრაინული ნაციონალიზმი", ნახსენებია "ნეონაციზმი" და ქსენოფობიის სხვა ფორმები.
ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედი სტრატეგია 2025 წლამდე იქნება ძალაში. ახლით ის მას შემდეგ ჩანაცვლდება, რაც შსს-ს მიერ შეთავაზებულ ვერსიას რუსეთის პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები