“სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში“ — ინტერვიუ ლიკა თავართქილაძესთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტს არაერთი ნიუანსი ახასიათებს. ამ სივრცეში ვერ იპოვით ისეთ მოთამაშეს, რომლის მისია გაფართოება, განვითარება და ახალი პროექტების შესრულება არაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ტენდერები, რომელიც პროდუქტის, სერვისის ან გარკვეული სამუშაოს შესყიდვის სპეციფიკური ფორმაა. ამის მიხედვით, პროექტში მონაწილეობის მსურველმა ბიზნესმა წინასწარ უნდა წარადგინოს საკუთარი წინადადება, ტენდერის გამომცხადებელი ორგანიზაცია კი განაცხადების მიღების შემდეგ ყველაზე ოპტიმალურს ირჩევს.
სატენდერო განაცხადის წარდგენას გარკვეული წესების შესრულება სჭირდება, მათ შორისაა სატენდერო გარანტიის მომზადება, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი და ტენდერში მონაწილეობის მსურველებს, დროისა და რესურსების დაზოგვაში ეხმარება.
ამ ინტერვიუში საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, ლიკა თავართქილაძე გვიამბობს, რამდენად მოსახერხებელია სატენდერო გარანტია ბიზნეს ინტერნეტბანკში და როგორ შეიქმნა ეს პროდუქტი.
ლიკა თავართქილაძე, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს ბანკის გუნდის წევრია, ბოლო 4 წელი კი, ბიზნესის ციფრული პროდუქტების განვითარებაზე ზრუნავს.
“ჩემი და ჩემი გუნდის წევრების ძირითადი მიზანია, შევქმნათ და გავაუმჯობესოთ პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფინანსური საკითხები უფრო მარტივად და ეფექტურად მოაგვარონ. მახარებს ის, რომ ჩემი გუნდის მუშაობის შედეგად, მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეხმარებით. ჩემი საქმიანობა მოიცავს მუდმივ კომუნიკაციას გუნდებთან, ბაზრის ტრენდების ანალიზსა და საუკეთესო ციფრული გამოცდილების უზრუნველყოფას“, — ამბობს ლიკა თავართქილაძე.
სწორედ მან იმუშავა გუნდთან ერთად საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიის დამატებაზე და შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამ ფუნქციონალის შექმნა, ასე გვპასუხობს:
“სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა, რომლებიც ტენდერებში ხშირად მონაწილეობენ. როგორც წესი, მათ სატენდერო გარანტიაზე სწრაფი და მარტივი წვდომა სჭირდებათ, თუმცა, მანამდე ბანკის ფილიალებში უნდა მისულიყვნენ, დაეფიქსირებინათ მოთხოვნა და შემდეგ ფიზიკური დოკუმენტები წაეღოთ ტენდერში მონაწილეობისთვის, რაც მოითოხვდა დროს და რესურსებს. ჩვენი ახალი პროდუქტი ამ პროცესს ამარტივებს, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში, მაქსიუმ 1 საათში მიიღონ საჭირო დოკუმენტი ელექტრონულად“, — ამბობს ლიკა თავართქილაძე.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც, ლიკას თქმით, ამ პროდუქტს ბაზარზე აქვს, ისაა, რომ გარანტია უზრუნველყოფისა და სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე გაიცემა.
“დღესდღეობით სატენდერო გარანტიის ელექტრონულად გაცემა ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ბაზარზე არც ერთი სხვა ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებლებს მსგავს სერვსის არ სთავაზობს. სწორედ ინოვაციური მიდგომებები და ბაზარზე არსებული მოთხოვნა გახდა ამ პროდუქტის ინტერნეტბანკში რეალიზების მიზეზი“, — აღნიშნავს იგი.
ლიკა, ასევე, გამოყოფს თავისებურებებს, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიის ფუნქციონალს გამორჩეულს ხდის. ესენია:
- სისწრაფე და სიმარტივე: მომხმარებლები შეძლებენ, სატენდერო გარანტია ონლაინ, სწრაფად და მარტივად მიიღონ.
- დისტანციური წვდომა: ბიზნესებს აღარ უწევთ ფილიალებში მისვლა, რაც მათ დროსა და რესურსებს ზოგავს.
- მოქნილი პირობები: პროდუქტი გათვალისწინებულია სხვადასხვა ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე.
“როგორც ციფრული პროდუქტის მენეჯერი, ვმუშაობდი იმისთვის, რომ თითოეულ ნაბიჯში მომხმარებლის საჭიროებები და ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო. მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვმონაწილეობდით იდეების გენერაციაში, ბაზრის კვლევასა და ანალიზში. როგორც მე, ასევე გუნდის თითოეული წევრი, ვცდილობდით, შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მარტივად გამოყენებადი და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იქნებოდა. ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი რეალურად დაეხმაროს ბიზნესებს და გააუმჯობესოს მათი ყოველდღიური საქმიანობა“, — ამბობს ლიკა თავართქილაძე.
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას თანამედროვე საბანკო და არასაბანკო პროდუქტების განვითარებით და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზებით. სატენდერო გარანტიის მისაღებად ან მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები