საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, პლატფორმა გადარიცხვებისა და გადახდების სამართავად - ინტერვიუ ცირა ლოლაძესთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე სამყარო ციფრული პროგრესითა და მომხმარებლების მზარდი მოთხოვნებით ხასიათდება. ამ გარემოში კი ბიზნესებს ინოვაციური საბანკო პლატფორმები ეფექტიანობის მისაღწევად და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად უფრო და უფრო სჭირდებათ.
გადარიცხვების შესრულება სხვადასხვა ვალუტაში, ანგარიშსწორება შესყიდვებისთვის, ბიუჯეტში თანხის გადახდა, გადასახადების დაფარვა - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ტრანზაქციებისა, რომლებსაც ბიზნესები ყოველდღიურად ასრულებენ. ამ პროცესების გამარტივების მიზნით კი საქართველოს ბანკი ქმნის და ავითარებს უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მქონე ციფრულ პლატფორმას - ბიზნეს მობილბანკს.
იმაზე, თუ როგორ ამარტივებს ბიზნესების ყოველდღიურობას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე გვესაუბრა.
რა ფუნქციონალები ერთიანდება საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადარიცხვებისა და გადახდების მოდულში?
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში გადარიცხვებისა და გადახდების ფუნქციონალების შექმნისას ჩვენი მიზანი, პირველივე დღიდან, იყო ის, რომ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველა პროცედურა. ხშირ შემთხვევაში კი - ფილიალში მისვლის საჭიროება მინიმუმამდე დაგვეყვანა.
ბიზნესებისთვის შექმნილი ეს მოქნილი მოდული მათ ყველა საჭიროებას პასუხობს. მათ შორის:
შაბლონის შექმნა და ერთი კლიკით თანხის გადარიცხვა - ეს სერვისი მათთვისაა, ვინც ერთსა და იმავე პირს ან ორგანიზაციას თანხას რეგულარულად ურიცხავს. ამავე მიზანს ემსახურება გადარიცხვის გამეორების ფუნქციონალი - ახლა უკვე მარტივია წარსულში შესრულებული ტრანზაქციის პოვნა და გადარიცხვა. აქ, ასევე, ნახავთ თანხის უკან გადარიცხვის ფუნქციონალსაც, რომელსაც ადამიანური შეცდომების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.
აქვე შეხვდებით გადახდების ფუნქციონალებსაც, რომელთა დახმარებით ერთ სივრცეში მარტივადაა შესაძლებელი კომუნალური, სახელმწიფო სერვისების, ჯარიმების, დავალიანებების თუ სხვა გადასახადების დაფარვა.
ეს და სხვა არაერთი ფუნქციონალი და დეტალი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარეობს და მათი ყოველდღიურობის გამარტივებას ემსახურება.
რა მიდგომებს იყენებს საქართველოს ბანკის გუნდი ამ ფუნქციონალების დასახვეწად და გასამარტივებლად?
არსებობს გადარიცხვის მარტივი და კომპლექსური პროცედურები. როცა ამ მოდულზე ვმუშაობდით, ჩვენი გამოწვევა იყო, რომ ტრანზაქცია, რომელსაც ბევრი ინფორმაციის შევსება სჭირდება, მომხმარებელს მარტივად, ინტუიციურად შეესრულებინა. ამისთვის ბევრნაირი გზა გავიარეთ. ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ პარამეტრების რიცხვი, რომელიც მომხმარებელმა გადარიცხვისთვის უნდა შეავსოს, თანაც ისე, რომ დავიცვათ საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები.
მაგალითად, ჩვენ პლატფორმებში ჩაშენებულია IBAN Checker-ის ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით, ანგარიშის ნომრის შეყვანის შემდეგ, ავტომატურად ივსება მიმღების პირის მისამართის, სახელისა და გვარის, ან იურიდიული პირის დასახელების თუ სხვა ველები. შესაბამისად, მას ამ მონაცემების ხელით შევსება აღარაა საჭირო.
რა პროცესს გადის გუნდი ახალი ფუნქციონალების დამატების ან ძველის განახლების მიზნით?
ჩვენ ყოველთვის ვისმენთ მომხმარებლების უკუკავშირს. სხვადასხვა არხებით ვაგროვებთ ინფორმაციას თითოეულ პროცესზე, ბარიერზე ან შეფერხებაზე. ვარკვევთ, თუ რის დამატებას ან გაუმჯობესებას ისურვებდნენ ისინი, ვაკვირდებით პროცესს და ვგეგმავთ განახლებებს. გარდა ამისა, ვიცავთ ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის რეგულაციებს. რაც მთავარია, მუდმივად ვტესტავთ ახალ ფუნქციონალებს, რათა მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.
სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკი. სხვადასხვა წელს, Global Finance-ის, SME Banking Agency-ის და სხვა პრესტიჟული გამოცემების მიერ, საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ, რეგიონში კი მოწინავე პლატფორმებად დასახელდა. ეს ჯილდოები მრავალფეროვანი ფუნქციონალების, დახვეწილი სამომხმარებლო გამოცდილებისა და პროცესის სიმარტივის გამო მოვიპოვეთ.
რაც მთავარია, არ ვჩერდებით. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, რომლითაც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ შესრულებაში, პროცესების ოპტიმიზაციასა და ფინანსების სწორად მართვაში ვეხმარებით.
თუ გსურთ გამოიყენოთ ბიზნეს ბიზნეს მობილბანკი, ეწვიეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები