როგორ გააციფრულა ბიზნესი სოფიოგამ საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის დახმარებით
ფოტო: საქართველოს ბანკი
"იოგას ვარჯიშის დაწყების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა", - გვიამბობს სოფიო ტალახაძე გორიდან, იოგას პროფესიონალი ინსტრუქტორი, ახალგაზრდა მეწარმე, რომელმაც საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის „უფასო ვებგვერდი მცირე ბიზნესს“ ფარგლებში, საკუთარი ბიზნესის გაციფრულება შეძლო და ონლაინ გადახდების სისტემის ინტეგრაცია მოახერხა.
სოფიოს ცხოვრებაში იოგა 2018 წლიდან გამოჩნდა. მანამდეც ბავშვობიდან მისდევდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ცეკვავდა და სხვადასხვა სპორტულ წრეზე დადიოდა. რაც მთავარია, საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებდა. სწორედ ამ მოტივით, 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქ გორში, მშობლიური სახლის პირველ სართულზე იოგას ოთახი მოაწყო და დაინტერესებული ადამიანები სავარჯიშოდ მიიწვია.
"პირველ გაკვეთილზე 12 ადამიანი მოვიდა და მივხვდი, რომ დაინტერესება დიდი იყო, რადგან იმ დროისთვის ქალაქში იოგას სტუდია არ ფუნქციონირებდა. პანდემიის დაწყების შემდეგ გადავწყვიტე, იოგას გაკვეთილები ონლაინ გადამეტანა და ამან საზღვრებიც გამიფართოვა, რადგან უკვე შემეძლო არა მხოლოდ გორში, არამედ თბილისში, ბათუმსა და New York-შიც კი ჩამეტარებინა იოგას გაკვეთილები. ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან ადამიანები სტრესში იყვნენ და ახალ რეალობასთან შეგუება უჭირდათ. თავიდან სოციალურ ქსელში შევქმენი Facebook ჯგუფი "სოფიოს იოგა კლასი", სადაც Live ვარჯიშებს კვირაში 3-ჯერ ვატარებდი. შემდეგ სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უკვე პერსონალური ვარჯიშების ჩატარებაც დავიწყე", - იხსენებს სოფიო.
სწორედ ასე დაიწყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის განუყოფელ ნაწილად იქცა თანამედროვე ტექნოლოგიები. მომხმარებლების რაოდენობაც უფრო და უფრო იზრდებოდა - ვარჯიშებში ჩართული იყვნენ როგორც ემიგრანტები, ისე ქალები საქართველოს რეგიონებიდან.
ერთი წლის შემდეგ მან ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდა მეწარმეების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ბრენდი „სოფიოგა“ შექმნა. მიზნად კი რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება დაისახა. ასევე შექმნა სოფიოგას კლასი, იოგას მარტივი ვარჯიშები დამწყებთათვის, რომელიც აერთიანებს 10 ვიდეო ვარჯიშს და უფასოდ ხელმისაწვდომია YouTube-ზე. 2021 წელს კი საკუთარ სტუდიაში ჯგუფური ვარჯიშების ჩატარება დაიწყო და არაერთი კმაყოფილი მომხმარებელიც შეიძინა.
განვითარების გზაზე მომდევნო ნაბიჯი მეწარმემ სოფიოგას ვებგვერდის შექმნით გადადგა. ეს კი, როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის - უფასო ვებგვერდი მცირე ბიზნესს - დახმარებით შეძლო.
"აღნიშნულ პროექტში ჩემი მეგობრის რეკომენდაციით ჩავერთე, რადგან ჩემი საქმიანობა უკვე მოითხოვდა ელექტრონული პლატფორმების გამრავალფეროვნებას და დახვეწას. ვებგვერდის შექმნის პროცესი საინტერესოდ წარიმართა, გარდა ვიზუალური მასალისა, პროექტის ფარგლებში გვყავდა მენტორები, რომლებიც გვასწავლიდნენ ბრენდინგს, კომუნიკაციას და დღევანდელ დღეს საჭირო უნარ-ჩვევებს ელ-კომერციის მიმართულებით, რომელიც საბოლოოდ ჩემს ვებგვერდზე www.sofyoga.ge აისახა", - ამბობს სოფიო.
ამჟამად Sofyoga-ს ვებგვერდიდან შესაძლებელია:
· იოგას პერსონალური და ჯგუფური სესიის დაჯავშნა;
· "სოფიოგას” საავტორო იოგას კურსების შეძენა;
· იოგას ვარჯიშისათვის საჭირო აქსესუარების შეძენა, ონლაინ გადახდით;
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სავაჭრო სამრეწველო პალატა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდის დამზადებას უზრუნველყოფს, ასევე მეწარმეებს ვებგვერდის მართვის ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს. ხოლო საქართველოს ბანკი, ბიზნესებისთვის შეღავათიანი პირობებით, ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას უზრუნველყოფს. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა სურთ. მათ შორის არიან ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან.
სოფიოგას ვებგვერდი უკვე ორი თვეა, რაც გაეშვა და როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, ბრენდს ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
სოფიოს სამომავლო გეგმები კი მრავალფეროვანია. „ვაგრძელებ ჩემი მისიის შესრულებას - სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებში და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას; ვაგრძელებ ქართულ ენაზე მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა იოგას ვარჯიშების მიმართულებით; კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში კი კომპანიებს ვთავაზობ იოგასა და Mindfulnes სესიების ჩატარებას თანამშრომლებისათვის“, - ამბობს სოფიო ტალახაძე.
საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ჯამში კი მალე 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები