საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს Simple Steps Academy-ში ციფრული მარკეტინგის კურსზე შეასწავლიან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ციფრული სარეკლამო პლატფორმა Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს 1 500 000 მომხმარებელთან აკავშირებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში მოხვდა. ციფრული მარკეტინგის შემსწავლელმა ერთ-ერთმა წამყვანმა ქართულმა აკადემიამ, Simple Steps Academy-მ, Ads მენეჯერი საკუთარი კურსის სილაბუსში შეიტანა და მას ისეთ ცნობილ ციფრულ ხელსაწყოებთან ერთად ასწავლის, როგორებიცაა Google Ads, Meta Business Manager და სხვა.
აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნისა და მართვის პლატფორმაა საქართველოს ბანკისგან. იგი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმაცია ფასდაკლების, ქეშბექის ან სპეციალური პირობების შესახებ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მობილბანკში, ინტერნეტბანკსა ან offers.bog.ge-ზე გაუზიაროს. მისი მეშვეობით, ბიზნესი ირჩევს მიზნობრივ აუდიტორიას მომხმარებელთა ადგილმდებარეობის, ასაკის, ინტერესების, ქცევის თუ სქესის მიხედვით, მომხმარებელი კი ორგანიზებულად, ერთ სივრცეში ათვალიერებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს.
Ads მენეჯერი რეგიონული მასშტაბით უნიკალური პლატფორმაა და ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა. ის კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ გაყიდვები და შეიძინონ ერთგული მომხმარებლები.
"მოხარული ვართ, რომ Ads მენეჯერი იქცა ისეთ საინტერესო პლატფორმად, რომლის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება სილაბუსს ადგენს. თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა, შესაბამისად, სასიამოვნოა, რომ ამ სფეროს შესწავლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ და შემდგომში პრაქტიკაში დანერგონ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც მათ გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესებისთვის სასარგებლო ციფრული ეკოსისტემის განვითარებას", - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
Simple Steps Academy-ის ციფრული მარკეტინგის ფიზიკური კურსი 9 სექტემბერს, ხოლო ონლაინ კურსი 10 სექტემბერს დაიწყება. მას ალექსანდრე ჩომახიძე და ნიკა იორდანიშვილი გაუძღვებიან.
კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს, Ads მენეჯერის შესახებ კი გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები