150 ათასზე მეტი მომხმარებელი საქართველოს ბანკის sCoolApp-ში - როგორ ცვლის აპლიკაცია მოსწავლეების ყოველდღიურობას
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის sCoolApp პირველი საბანკო აპლიკაციაა მოსწავლეებისათვის, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაეშვა. თითქმის ორ წელიწადში აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა. 100 ათასზე მეტი მოსწავლისათვის sCoolApp-ის მოსახერხებელი სერვისების გამოყენება ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
აპლიკაცია უსაფრთხო სივრცეა, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ საბაზისო საბანკო სერვისებით, იქნება ეს: sCool Card-ის ანგარიშის შემოწმება, თანხის გადარიცხვა ან მიღება, მობილურის ბალანსის შევსება თუ სხვა. ამასთან, sCoolApp-ი შემეცნებით ფუნქციასაც ითავსებს.
"აპლიკაციის გაშვების დროსაც და დღესაც, მისი არსებობის მთავარი მიზანი უცვლელია: გვსურს, რომ ვიყოთ წარმატებული თაობის წარმატებული აპლიკაცია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალ თაობაში ფინანსურ განათლებას და ციფრული არხით მივცეთ წვდომა მათივე საბანკო ეკოსისტემაზე საქართველოს ბანკში", — გვეუბნება sCoolApp-ის Product Owner, კობა მჭედლიშვილი.
როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა საქართველოს ბანკის sCoolApp?
კობას თქმით, მათ კარგად იცოდნენ, რომ „ყველაზე ციფრულ თაობას პირველი საბანკო სივრცე დააინტერესებდა, რადგან მისი არსებობის საჭიროება უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. თუმცა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც, რა თქმა უნდა, აპლიკაციაზე მუდმივად მომუშავე გუნდის დამსახურებაა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენი მომხმარებელი ამ ძალისხმევას გრძნობს, — აღნიშნავს კობა, - ყველა ინიციატივას, რომლის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, წარმატება უპირობოდ და თავისით მოჰყვება ხოლმე."
სწორედ იმიტომ, რომ sCoolApp-ის შემქმნელებისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, აპლიკაციას გაშვებიდან დღემდე უამრავი საინტერესო და გამოსადეგი ფუნქციონალი დაემატა. კობა ამბობს, თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს რეგისტრაცია და ძირითადი საბანკო პროდუქტების გამოყენება ციფრულად შესძლებოდა. თუმცა, ეს უსაფრთხო, დაცული ციფრული სივრცეა: აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მასში დასარეგისტრირებლად მშობლის ინფორმაციის მითითება და მისი მობილბანკიდან დადასტურებაა საჭირო.
რას სთავაზობს sCoolApp მოსწავლეებს
„დღეისთვის sCoolApp აერთიანებს ეკოსისტემას, რომელშიც შედის ლოიალურობის პროგრამა, lifestyle შეთავაზებები, OpenAI-სთან პარტნიორობით შექმნილი ChatGPT-ის მესენჯერი, ციფრული ყულაბა და მინისტატიები ფინანსური განათლებაზე“, — გვიყვება კობა, — „ახლახან დავასრულეთ “სხვა სამყაროს” გასართობი თავგადასავლის პირველი სეზონი. მომხმარებლის გამოცდილებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა; საინტერესო, მარტივი და, რაც მთავარია, სახალისო გახდა“.
სახალისო გამოცდილების შექმნაში დიდი წვლილი სწორედ „სხვა სამყარომ“ შეიტანა — მოულოდნელობებით სავსე ვირტუალურმა სამყარომ, რომელმაც აპლიკაციის მომხმარებლები საინტერესო და შემეცნებით თამაშში ჩართო.
რა ადგილი უკავია საქართველოს ბანკის sCoolApp-ს მოსწავლეების ცხოვრებაში
როგორც კობა აღნიშნავს, sCoolApp-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების მიცემა და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, საბაზისო საბანკო სერვისებზე წვდომა კი ამ მისიის ნაწილია.
"ეს განაპირობებს ზრდასრულობაში ჩვენს სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ვიღებთ, — ამატებს კობა, — sCoolApp-ის მომხმარებელს ადრეული ასაკიდან უვითარდება დაგროვების კულტურა, ეცნობა ფინანსურ ტერმინოლოგიას, რაც აუცილებლად გაუმარტივებს მომავალში ფინანსურ ნავიგაციას."
ამასთან, აპლიკაცია ზრუნავს მოსწავლეების დროზეც. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ sCoolApp მათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, აპლიკაციის გამოყენება მინიმალურ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.
რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები?
„ჩვენი მომხმარებლის უკუკავშირი, როგორ გაცვეთილადაც უნდა ჟღერდეს, ისაა, რაც ყველაზე დიდ მოტივაციას გვაძლევს, გავხდეთ უკეთესები“, - ამბობს კობა. როგორც განმარტავს, უკეთესში იგულისხმება ისიც, რომ მოსწავლეებისთვის აპლიკაციის გამოყენება და ყოველდღიური გამოცდილება კიდევ უფრო მეტად სახალისო გახადონ. სწორედ ამიტომ, მათ წინ ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ.
"სამომავლოდ, sCoolApp ჩვენს მომხმარებლებსა და მათ მშობლებს, როგორც ყოველთვის, გაუმჯობესებულ ეკოსისტემას, თანამედროვე ციფრულ პროდუქტს და ბევრ მოულოდნელ სიახლეს შესთავაზებს", — ამატებს კობა.
sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
კომენტარები