საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა უზბეკეთში AWS Community Day-ს მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებზე გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, სალომე ბაქრაძემ და ვაჟა ფირცხალაიშვილმა, უზბეკეთში, AWS Community Day-ის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და რეგიონის მასშტაბით ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს ბანკში ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გააცნეს.
AWS (Amazon Web Services) ამაზონის ღრუბლოვანი სისტემების მიმართულებით ლიდერი პლატფორმაა. AWS Community Day კი იმ კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც ღრუბლოვან სისტემებზე მუშაობენ. ამჯერად, შეკრება უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში გაიმართა და მან ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან 400-მდე მონაწილეს უმასპინძლა. საქართველოს ბანკიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სალომე ბაქრაძემ, Master პროგრამის მენეჯერმა და ვაჟა ფირცხალაიშვილმა, DevOps&DataOps სამსახურის უფროსმა.
"ღონისძიებაზე ჩვენ დამსწრეებს წარვუდგინეთ ბანკის სტრატეგიული მიმართულებები ღრუბლოვანი სისტემების კუთხით. გავაცანით Cloud ტრანსფორმაცია, რომელზეც რამდენიმე წელია, ბანკი მუშაობს. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდ Cloud პროვაიდერთან, Amazon-თან ვთანამშრომლობთ და სწორედ ამ კუთხით არსებული მიღწევები გავუზიარეთ აუდიტორიას, გავაცანით კომპანიის მაჩვენებლები, ასევე, ის გამოწვევები, რომლებიც ღრუბლოვან სისტემაზე მიგრაციის პროცესში გადავლახეთ", — აღნიშნავს ვაჟა ფირცხალაიშვილი.
ღონისძიებაზე სპიკერებმა საქართველოს ბანკის მიერ ღრუბლოვანი სისტემების დანერგვის კუთხით სამი მნიშვნელოვანი მიღწევა მიმოიხილეს. ესენია:
Speech to text ინფრასტრუქტურა — საქართველოს ბანკმა ღრუბლოვანი სისტემების დახმარებით ქოლცენტრის მოდერნიზება შეძლო. ახალი სისტემის დანერგვამდე მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტში შემოსული ზარების ანალიზი რთულ პროცედურებთან ასოცირდებოდა. ამიტომ გუნდმა აუდიოფაილები AWS-ის მონაცემების ცენტრში გადაიტანა, სადაც მეცნიერებმა და ინჟინრებმა მანქანური დასწავლის რესურსების დახმარებითა და ქართული ენის მოდელის შექმნით, შეძლეს აუდიოს ტექსტად გარდაქმნა. შედეგად, საძიებო სისტემაში ერთი სიტყვის ჩაწერით შესაძლებელია სრული აუდიოფაილის და მისი ტრანსკრიპტის პოვნა, შემდეგ კი მომხმარებელთა განწყობის ანალიზი, ყველაზე ხშირად ნახსენები საკითხების დადგენა და პრობლემების დროულად იდენტიფიცირება. რაც მთავარია, ქლაუდ სისტემა ამ კუთხით პერსონალური მონაცემების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ითვალისწინებს.
სარეზერვო დატაცენტრი ქლაუდში — სპიკერებმა აუდიტორიას გააცნეს ახალი სარეზერვო დატაცენტრი ქლაუდში, რომელიც საქართველოს ბანკს მისცემს საშუალებას, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ოპერაციების უწყვეტად მიწოდება უზრუნველყოს.
გეიმიფიკაციის პლატფორმა — საქართველოს ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს მობილბანკში მასშტაბური თამაში შესთავაზა. იგი მთლიანად ღრუბლოვან სისტემაზე იყო დაწერილი და ამ სისტემიდანვე იმართებოდა. ღრუბლოვანმა სისტემამ ბანკს შესაძლებლობა მისცა, აპლიკაციაში ბევრი მომხმარებლის ერთდროულად შესვლისას პროცესები შეუფერხებლად წარმართულიყო.
"ღონისძიება საკმაოდ დატვირთული იყო. აქ იკრიბებიან რეგიონის მასშტაბით ის ადამიანები, რომლებიც AWS-ზე მუშაობენ. ღონისძიება კარგი შესაძლებლობა იყო ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლისა და უშუალოდ AWS-ის წარმომადგენლებისგან რეკომენდაციების მიღებისთვის. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ასეთ მასშტაბურ კონფერენციაზე, სადაც ძალიან დიდი ინტერესით შეგვხვდნენ, გაიზიარეს ჩვენი გამოცდილება და თავის მხრივ, ღირებული რჩევებიც გაგვიზიარეს", — აღნიშნა სალომე ბაქრაძემ.
საქართველოს ბანკი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და იგი მომავალშიც არაერთ სიახლეს შესთავაზებს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ტექნოლოგიურ კომუნას.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
კომენტარები