“ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი, სრულად ელექტრო მოდელი — ვოლვო EX30 წარადგინა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული — ვოლვო ქარ საქართველომ ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა. შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ EX30 SUV კატეგორიაში ვოლვოს ყველაზე კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას საკმაოდ მოცულობითი სალონი აქვს. EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
მაკა სახვაძე, ვოლვო ქარ საქართველოს დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს ვოლვოს სრულიად ახალი და განსხვავებული ელექტრომოდელი წარვუდგინეთ. ვფიქრობ, EX30 ის გამოჩენა ბაზარზე ძალიან საინტერესო სიახლე იქნება ქართველი მომხმარებლისთვის. ახალი მოდელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მთავარია, EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს — გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
EX30 -ის მიმართ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ავტომობილის გაყიდვა წინასწარი ჯავშნების საფუძველზე ვოლვოს ცენტრში უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ეს მოდელი ძალიან მოთხოვნადი იქნება, რასაც მისი დიზაინი, უსაფრთხოება და მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს.
EX30-ის პრეზენტაციას წინ უძღოდა ორიგინალური თიზინგკამპანია. ორი კვირის განმავლობაში თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ვოლვოს თეთრი, სკანდინავიური მინიმალიზმით გამორჩეული ინსტალაციები იყო განთავსებული და საზოგადოებას საინტერესო სიახლეზე მიანიშნებდა. წარდგენის დღეს კი შოურუმში იდენტური ინსტალაცია სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა და ვოლვო EX30 პომპეზურად წარდგა სტუმრების წინაშე. პრეზენტაციის პარალელურად გაიხსნა ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგმული ინსტალაციებიც, რომლებშიც EX30-ის სხვადასხვა ფერის მოდელი იყო განთავსებული.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი: ვოლვოს ახალი მოდელის, EX30-ის წარდგენისთვის განსხვავებული გზა ავირჩიეთ, რადგან გვსურდა, როგორც ჩვენი სტუმრებისთვის, ისე თბილისის მცხოვრებლებისთვის საინტერესოდ შეგვეთავაზებინა ჩვენი სიახლე. სწორედ ამ იდეით შეიქმნა თიზინგკამპანია და ვფიქრობ, მას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ვოლვოს გამორჩეული ინსტალაციები ჩვენი მომხმარებლებისთვის უცხო არ არის, თუმცა ამჯერად განსხვავებული ფორმა ავირჩიეთ, ვეცადეთ ის მუხტი რაც ახალი ავტომობილის წარდგენას ახლავს მაქსიმალურად გაგვემძაფრებინა და მომხმარებლებში დადებითი მოლოდინი შეგვექმნა. მთელი კამპანიის კულმინაცია კი პრეზენტაციის დღე იყო, როდესაც ჩვენს სტუმრებს ახალი მოდელი წარვუდგინეთ და დეტალურად გავაცანით მისი მახასიათებლები. აღსანიშნავია, რომ ვოლვოს ინსტალაციები ჩვენს შურუმში და ქალაქის ლოკაციებზე ერთდროულად გაიხსნა, ვფიქრობ ახალი ვოლვო EX 30 ძალიან საინტერესოდ წარდგა საზოგადოების წინაშე.
ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში გამართული პრეზენტაცია დეველოპერული კომპანია სითიზენის, ალდაგის პრემიუმ დაზღვევა პრიმო-სა და კომპანია GD Alco-ს მხარდაჭერით გაიმართა.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. ელექტრომობილს აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დამუხტვით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე მანქანის პოვნით. ახალი Volvo EX30 საკმაოდ კონკურენტული ღირებულებით შემოდის ქართულ ბაზარზე. მისი სარეალიზაციო ფასი 36 000 ევროდან იწყება.
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
კომენტარები