8 კონცერტი, რომელიც არც მთავრობის დაფინანსებულია და არც — მის გამო გაუქმებული
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
ზაფხულის ცხელ საღამოს ცოცხალი მუსიკის მოსმენას არაფერი სჯობს. ალბათ ამიტომაც, ეს სეზონი კონცერტებითაა ხოლმე დახუნძლული. წელს საქართველოში უკვე იმღერეს OneRepublic-მა და Scorpions-მა, ივლისში კი, უნდა გამართულიყო Massive Attack-ის კონცერტიც, თუმცა, ამ უკანასკნელმა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების და "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო", დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.
საქმე ისაა, რომ ამ სამივე ჯგუფის კონცერტი საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის, Starring Georgia-ის, ნაწილი იყო და ამისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის ფული, რა თქმა უნდა, ხალხის ფულია, ასე რომ, მავანს შეიძლება ეხამუშოს კიდეც სათაურში ასეთი ფორმულირება — "მთავრობის დაფინანსებული". თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იყენებს მთავრობა ბიუჯეტის ფულს ვიწროპარტიული ინტერესებით (გავიხსენოთ თუნდაც დაფინანსების შეწყვეტა თბილისის წიგნის ფესტივალისთვის, კინოფესტივალისთვის, ჟურნალ არილისთვის), თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ: Starring Georgia-ის მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა "კონცერტვოშინგი" — ქვეყანაში არსებული ვითარების გადაფარვა ვარსკვლავების ჩამოყვანით და გარკვეული აუდიტორიის გულის მოგებით.
ასე რომ, თუკი პრინციპულად არიდებ თავს ზემოხსენებული პროექტის კონცერტებს, ამისთვის სოლიდური საფუძველიც გქონია. ამიტომ, გადაწყვიტეთ, ამ სტატიაში ჩამოგვეწერა ზაფხულში საქართველოში დაგეგმილი კონცერტები, რომლებიც არც მთავრობის დაფინანსებულია და არც — მის გამო გაუქმებული.
1. Bedford Falls ბრუნდება
პოპულარული ქართული ინდი-როკ ჯგუფი Bedford Falls ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება. 15 ივნისს, საღამოს 9 საათზე, Factory Tbilisi-ის (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) ეზოში ბენდი მონატრებული ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს. ბილეთების შეძენას შეძლებ როგორც ონლაინ, ასევე — ადგილზე.
2. ქართული ბენდების კონცერტი ბათუმში
თუ ისე მოხდა, რომ 15 ივნისს ბათუმში ხარ და არა თბილისში, შეგიძლია გამორჩეული ქართული ჯგუფების კონცერტზე წახვიდე Circus Arena-ზე. "ხმამაღალი და გიჟური" კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ Skazz, Will Kolak, აქცია და Friday Diver.
3. ლეგენდარული Nightwish-ის ვოკალისტი საქართველოში
ტარია ტურუნენის სახელი ქართველი მელომანებისთვის უცხო არ არის. ფინელი მუსიკოსი ცნობილი სიმფონიური მეტალ-ჯგუფის, Nightwish-ის, წამყვანი ვოკალისტი იყო. ამავდროულად, ტარიას თითქმის 20-წლიანი სოლო კარიერაც აქვს. მომღერალი საქართველოში ჩამოვიდა თავისი ალბომის წარსადგენად — Best Of: Living a Dream — რომელიც მის რჩეულ კომპოზიციებს უყრის თავს.
ტარია ტურუნენის კონცერტი მონოჰოლში 17 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყება.
4. შოპენი ლიზი კაკაბაძის შესრულებით
სიმფონიურ მეტალს თუ კლასიკური საფორტეპიანო მუსიკა გირჩევნია, შეგიძლია 20 ივნისს დაელოდო და არაერთი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორ ლიზი კაკაბაძის კონცერტს დაესწრო. ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt-ის ორგანიზებული ღონისძიება კონსერვატორიის მცირე დარბაზში საღამოს 8 საათზე დაიწყება.
5. მიაძაკის სიზმრები ბათუმში
ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ჯადოსნურ სამყაროში თუ ერთხელ მაინც გიმოგზაურია, აუცილებლად შეამჩნევდი, რომ მის ანიმეებში ასეთივე მაგიური მუსიკა ჟღერს. ეს ჯო ჰისაიშია — ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და მიაძაკის დიდი ხნის მეგობარი. სწორედ მიაძაკის ფილმების საუნდტრეკები გაჟღერდება 22 ივნისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში.
თანამედროვე ორკესტრი Mystery Ensemble შეასრულებს მუსიკას ისეთი ცნობილი ანიმეებიდან, როგორებიცაა ჩემი მეზობელი ტოტორო, მოჩვენებების მიერ გატაცებული, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი და პრინცესა მონონოკე.
6. 5'nizza საქართველოში
უკრაინული მუსიკალური პროექტი 5'nizza 2000 წელს ხარკივში ჩამოაყალიბა ორმა მეგობარმა: სერჰიი ბაბკინმა და ანდრიი ზაპოროჟეცმა. ჯგუფის მუსიკა აერთიანებს რეგის, როკის, ჰიპ-ჰოპის, ფოლკის და ბიტბოქსინგის ელემენტებს.
მრავალრიცხოვანი ფანდომის მქონე 5'nizza ქართველ მსმენელს ჯერ ბათუმში შეხვდება Circus Arena-ზე (28 ივნისი, 20 საათი), შემდეგ კი — თბილისში, Elektrowerk-ში (29 ივნისი, 20 საათი).
7. დიჯეი მაჰმუთ ორჰანი Spacehall-ში
მაჰმუთის სახელი რომც არ გახსოვდეს, იუთუბზე რამე დროს მაინც გადააწყდებოდი მისი ჰიტის, Feel, ვიდეოკლიპს, რომელსაც 490 მილიონამდე ნახვა აქვს. მაჰმუთი აშშ-ში მოღვაწე თურქი დიჯეია, რომელმაც 2016 წელს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ წამყვან ლეიბლთან, Ultra Records-თან, გააფორმა კონტრაქტი. ორჰანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქი არტისტია, რომლის სიმღერებიც გამუდმებით ხვდება სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში.
მაჰმუთ ორჰანის კონცერტი კუს ტბაზე, Spacehall-ში, 28 ივნისის 22 საათზე დაიწყება.
8. ჯონ ნიუმენი ბათუმის კორტებზე
თუ ჯონ ნიუმენის Love Me Again-ზე ხმის ჩახლეჩამდე არ გიმღერია, 2010-იანებში არ გიცხოვრია. ეს ცნობილი ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი საქართველოს ამ ზაფხულს ეწვევა და ბათუმის კორტებზე იმღერებს. კონცერტი 17 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე დაიწყება.
ბონუსი: Tbilisi Open Air
"მუსიკა ათავისუფლებს" — ეს დევიზი ქართველ მელომანებს 2009 წლიდან აერთიანებს Tbilisi Open Air-ზე. რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის სცენაზე სხვადასხვა წელს ისეთი ცნობილი შემსრულებლები გამოსულან, როგორებიც არიან Placebo, Deep Purple, ტომ ოდელი, დემიენ რაისი... TOA ერთგულ მსმენელს წელსაც დაუვიწყარ სამდღიან დღესასწაულზე ეპატიჟება — 21-23 ივნისს Lisi Wonderland-ში ვიხილავთ AURORA-ს, M.I.A-ს, Masego-ს, Archive-ს, La Femme-ს და კიდევ ბევრს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
-
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
-
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
-
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
-
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
-
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
-
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
-
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
გადახედვა
-
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
გადახედვა
-
იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
-
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
-
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
-
მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ? რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
-
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა

კომენტარები