საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად დაუფინანსებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა. საქართველოს ბანკსა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს.
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ფინანსების მიმართულებით გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ISET-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ კონკურსში და სრულად დაიფინანსოს სწავლა ოფიციალური აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ლექტორები. პროგრამის კურსდამთავრებულები კი კორპორაციული ფინანსების, საინვესტიციო პორტფელის მართვის, რისკების მენეჯმენტის, ბიზნესის შეფასებისა, და ქცევითი ფინანსების მიმართულებით მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ, ინოვაციური მიდგომები დანერგონ არა მხოლოდ საქართველოს ბანკში, არამედ საბანკო-საფინანსო სექტორში.
"ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ ISET-თან, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით გაიაროს ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საფინანსო სექტორში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული CFA საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია. გვჯერა, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობას და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას", — განაცხადა საქართველოს ბანკის ტალანტების განვითარების დირექტორმა, ნუცა კაციტაძემ.
"მოხარულები ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ბანკი თავის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი CFA ინსტიტუტთან აფილირებული აკადემიური პროგრამა. ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო. ეს კი არის გარანტია, რომ ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის განათლებას ფინანსებში, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში", — განაცხადა თამარ სულუხიამ, ISET-ის დირექტორმა.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები