როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზებები My Boba-ს რეკლამის შექმნაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესის ზრდისთვის ეფექტური რეკლამის შექმნა და პოტენციურ მომხმარებელთა განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ, Google Ads გლობალურად ლიდერი სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ხილვადობისა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. Google Ads-ის მეშვეობით, Google-ში სარეკლამო კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, რეკლამის ნახვა კი მომხმარებლებს Search, Display და Video სივრცეებში შეუძლიათ. საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზების ფარგლებში, Google Ads-ის გააქტიურებისას ბიზნეს მომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.
კაფე My Boba, რომელიც მომხმარებელს ბურთულებიანი ჩაის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, Google Ads-ის შეთავაზებით უკვე სარგებლობს. My Boba ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა, განსხვავებული და გამორჩეული გემოებით კი, ბურთულებიანი ჩაის მოყვარულების გული მარტივად მოიგო. დღეს My Boba-ს თბილისში ორი ფილიალი აქვს, რომლებშიც 80 სახეობის ბურთულებიანი ჩაი, ჰონგკონგური ვაფლი და იაპონური ხემსი — ონიგირი შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
"თითქმის ორი წელია, რაც My Boba საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. ბიზნეს ინტერნეტბანკში აქტიურად ვიყენებთ ფინანსურ ანალიტიკას ზუსტი აღრიცხვისა და დაგეგმვისთვის. ბიზნეს მობილბანკი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — მოსახერხებლობის გამო, ჩვენი ყოველდღიური ოპერაციები ყოველთვის აქედან სრულდება. Google Ads-ის შეთავაზების შესახებ ელექტრონული ფოსტით გავიგეთ. კიდევ ბევრი საინტერესო შეთავაზებაც იყო სხვადასხვა კუთხით, თუმცა რადგანაც Google Ads-ს უკვე ვიყენებდით, ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ეს ტექ. შეთავაზება აღმოჩნდა", — ამბობს My Boba-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, თათია ნადირაშვილი.
Google Ads-ის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, რეკლამები სხვადასხვა მიზნით შექმნათ, იქნება ეს ბიზნესის პოპულარიზაცია თუ კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა. შექმნილი რეკლამა კი ჩნდება Google-ის საძიებო სისტემაში, მის ყველა პარტნიორ საიტსა და პლატფორმაზე. თათიას თქმით, რეკლამის შექმნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რელევანტური საკვანძო სიტყვების შერჩევაა, რადგან პროგრამა სწორედ ამ სიტყვების მიხედვით წყვეტს, ვის და სად ანახოს თქვენი რეკლამა.
"Google Ads-ის რეკლამით გვსურდა, რომ ბურთულებიანი ჩაით დაინტერესებული მომხმარებლისთვის ჩვენი ადგილმდებარეობისა და პროდუქტის შესახებ ხმა მოგვეწვდინა. ჩვენი მიზანი იყო, ვინც ჩვენთვის რელევანტურ საკვანძო სიტყვებს მოძებნიდა Google Search-ში ან Google Maps-ზე, ჩვენი რეკლამაც ენახათ. შესაბამისად, გადასულიყვნენ ან ჩვენი ინსტაგრამის პროფილზე, ან უშუალოდ ჩვენი Google Maps-ის გვერდზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Google Ads-ის ანალიტიკა, რითაც რეკლამის ეფექტურობაში დავრწმუნდით. ანალიტიკის გამოყენებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ. ბიზნესის წარმოების საწყის ეტაპზე ანალიტიკა სხვადასხვა ობიექტივის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა. გვაჩვენა, თუ რა საკვანძო სიტყვებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა ასაკის კატეგორიას აინტერესებს ჩვენი პროდუქტი, რას ეძებს პოტენციური მომხმარებელი და რა სიტყვებს იყენებს ამისთვის. Google Ads-ის ანალიტიკამ ხელი შეგვიწყო სხვა სოციალურ ქსელებზე SEO-ს განვითარებაშიც", — აღნიშნა თათია ნადირაშვილმა.
Mastercard ბიზნეს ბარათით Google Ads-ის გააქტიურებისას ყოველთვიურ გადასახადებზე სამი თვის განმავლობაში $300-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. Google Ads-ის შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
გარდა Google Ads-ის შეთავაზებისა, My Boba, როგორც საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, სხვა უპირატესობებითაც სარგებლობს. თათიას თქმით, ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს ინტერნეტბანკის ანალიტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, რომელსაც ფინანსური აღრიცხვისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის აქტიურად იყენებს.
საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზებები ბიზნესებსითვის Google Ads-თან ერთად მრავალ საერთაშორისოდ ცნობილ ტექნოლოგიური პლატფორმას მოიცავს (Microsoft 365, Hotjar, Google Workspace, HubSpot და ა.შ.). სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათების აღება, რომელიც პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს ბარათი.
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
კომენტარები