საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა.
STEM ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის სავარჯიშოებსა და STEM პროექტებზე მუშაობდნენ, საკუთარი ნაშრომები კი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის დაჯამებული ქულებით 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.
პირველ ადგილზე ქართულ-ამერიკული სკოლა გავიდა, გუნდის მენტორი გოგა სუქნიძე იყო, წევრები კი — ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვახტანგ გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკოლოზ ყულოშვილი და ალექსანდრე ნაზღაიძე იყვნენ.
მეორე ადგილზე თავისუფალი სკოლა გავიდა, ირაკლი ხუციშვილის მენტორობით. მონაწილეები იყვნენ ნიკო ხარშილაძე, ანდრია მახარაძე, სანდრო ჩადუნელი, ლუკა დუდაური, სალომე ჯიბლაძე და რატი ტვილდიანი.
მესამე ადგილი კი მწიგნობართუხუცესმა დაიკავა, ლალი ხატიაშვილის მენტორობით. გუნდის წევრები კი იყვნენ ანასტასია ჯანყარაშვილი, ნატა ბეჭვაია, სანდრო ვერულეიშვილი, დავით გილიგაშვილი, საბა ზარანდია და ბაქარ ბუხსიანიძე.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში საგანმანათლებლო საგზური გადაეცა. ამასთან, მათი სკოლის შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკით დაჯილდოვდნენ. ყველა ფინალისტ მონაწილეს კი გადაეცა სიმბოლური ჯილდოები და სერტიფიკატები.
ამასთან, სკოლებისთვის გამარჯვების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, დამოუკიდებლად გაიმართა ოლიმპიადა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის, რომელშიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გუნდის მენტორი ნიკოლოზ ლობჟანიძე იყო, წევრები კი - ბაგრატ დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი, რატი რატიანი, თორნიკე მემანიშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მესხიშვილი.
"STEM მეცნიერება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, მომავლის მიმართულებებს - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შევქმენით STEM სკოლის პროექტი, რომელსაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ. პარალელურად, უფრო მეტი ახალგაზრდისთვის STEM მიმართულებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საფუძველი ჩავუყარეთ STEM ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა წელს 200-მდე სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივებისადმი დაინტერესება კი მუდმივად იზრდება და ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ვიხილავთ", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლას შეუძლია. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ცოდნა როგორც სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე პრაქტიკული ინჟინრული ამოცანების ამოხსნაში. VII-XI კლასელი 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სახით ჰყავთ მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ორგანიზებას, ცოდნის გაუმჯობესებასა, გამტკიცებას და პროექტში მიმდინარე აქტივობებში ჩართულობას.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები