როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში? — DRI-ის შეფასება
ფოტო: Imedinews
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, არჩევნებისთვის მზადება შეზღუდვებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის ფონზე მიმდინარეობდა.
რა მოხდა: 2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. DRI-ის მიხედვით, არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:
- "ნიხასმა" (მმართველი პარტია), "ერთიანმა ოსეთმა" (ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის პარტია), კომუნისტურმა პარტიამ, სახალხო პარტიამ, "ხალხის ერთობამ", "ირი ფარნიმ" და "ერთობამ".
დეტალები: DRI წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო არჩევნებში ხმის მისაცემად ვლადიკავკაზიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ამომრჩევლები, მათ შორის, ახალგორშიც:
- "ადგილობრივების აზრით, "არჩევნების" შედეგები პროგნოზირებადია და მმართველი პარტიის "ნიხასის" და "ერთიანი ოსეთის" მიერ ადგილების უმრავლესობის მოპოვებით დასრულდება".
DRI-ის ინფორმაციით, ახალგორის რაიონიდან კენჭისყრის მსურველი რვა კანდიდატიდან, დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაში მხოლოდ სამი კანდიდატი გაატარა. ერთ კანდიდატს უარი არსებული სისხლის სამართლის საქმის გამო ეთქვა, რამდენიმეს კი, საქართველოს მოქალაქეობის საბაბით.
- პარტია "ნიხასის" კანდიდატის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ილარიონ გაგიევს (ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი) რეგისტრაციაზე უარისას განუმარტეს, რომ შემოსავლებთან დაკავშირებული დოკუმენტები არასწორად ჰქონდა შევსებული.
- გაგიევმა აღნიშნული არგუმენტი დამაჯერებლად არ მიიჩნია. იმ კანდიდატების აზრით, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, დე ფაქტო ცესკომ მმართველი პარტია "ნიხასის" კანდიდატს ,"გზა გაუთავისუფლა".
"დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა პარტიებსაც, მათ შორის, რუსეთის მიერ მოქალაქეობა ჩამორთმეული გარი მულდაროვის პარტიას,"სამართლიანობისთვის" და გიორგი კაბისოვის პარტიას "ირონს", — წერს DRI.
- მისივე თქმით, მულდაროვმა განაცხადა, რომ პარტიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი სრულად შეესაბამებოდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე უარი კი უკანონო და ანტიდემოკრატიული იყო.
რაც შეეხება გიორგი კაბისოვს, ის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, თუმცა, 2017 წელს დააკავეს და 2019 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით.
- ერთი თვის შემდეგ, მისი სასჯელი ერთი წლით შეამცირეს, საბოლოოდ კი, კაბისოვი 2022 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოთხნახევარი წელი გაატარა.
- "აღსანიშნავია, რომ აპრილში გამართული პარტიის ყრილობაზე, კაბისოვის მხარდასაჭერად 2020 წელს დე-ფაქტო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის დედა და ცოლიც მივიდნენ", — წერს DRI.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ცხინვალელები ფიქრობენ, რომ რეგისტრაციაზე უარი იმ პარტიებს ეთქვათ, რომელთა დახმარებითაც დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი თავის დროზე პრეზიდენტი გახდა.
- პარტიამ "სამართლიანობისთვის" არჩევნებს ბოიკოტი ღიად გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე.
- ბოიკოტის მიზანი კენჭისყრაში დე ფაქტო კანონმდებლობით დადგენილი მოსახლეობის 50%-ზე ნაკლების მონაწილეობა და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება იყო, თუმცა, უშედეგოდ.
- დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, "არჩევნებში" მონაწილეობა 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.
ბოლო ხაზი: 9 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ცხინვალის რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც "უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
კომენტარები