საქართველოს ბანკმა ქალ მეწარმეთა ბიზნესის გაციფრულების პროგრამა დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას განაგრძობს. ფინანსურმა ინსტიტუტმა Care Caucasus-თან, ბიზნეს ფედერაციათან ქალები მომავლისთვის, კახეთის რეგიონალურ განვითარების ფონდთან და Visa-სთან ერთად ქალ მეწარმეთა ბიზნესის გაციფრულების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მეწარმე ქალები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით:
- უფასოდ გამოიყენებენ მობილურ ტერმინალს და მიიღებენ გადახდებს ნებისმიერი ტიპის ბარათებით / აპლიკაციებით;
- უფასოდ გაიაქტიურებენ S ნაკრებს, რაც ბიზნესისთვის საჭირო ყველა პროდუქტსა და სერვისს მოიცავს;
- შეძლებენ დაიბრუნონ საკომისიო ქეშბექის სახით მობილურ ტერმინალზე Visa ბარათით გადახდილ პირველ 1 000 ლარზე;
- უფასოდ ისარგებლებენ ოპტიმოს მარაგების მართვის პროგრამით, რაც ბიზნესპროცესების გაციფრულებაში დაეხმარებათ;
პროგრამაში მონაწილეობას ის პირველი 100 ქალი მეწარმე შეძლებს, ვინც კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს: კრიტერიუმების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. აღსანიშნავია, რომ CARE Caucasus პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამის მონაწილეებს შეარჩევს და მათთვის ბიზნესის მართვისა და განვითარების უფასო კონსულტაციებსა და მენტორობას უზრუნველყოფს.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაძლიერებთ ქალ მეწარმეებს, ვაწვდით მათ ხელშესახებ ბენეფიტებს ბიზნეს პროცესების გამართვისა და ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვრიდებით ბიზნეს სექტორის გამოწვევებს, შესაბამისად, მათ სწორედ იმ პროდუქტებსა და პროექტებს ვთავაზობთ, რომლებიც ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარებათ. ჩვენ სამომავლოდაც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს", — ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
"ქეა კავკასიისთვის მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და მათთვის ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ქეა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 1800-ზე მეტ ქალს დაუჭერს მხარს განავითარონ ბიზნესი მცირე ბიზნეს გრანტებით, მენტორული პროგრამებით და საქმიანი კავშირებით. საქართველოს ბანკსა და VISA-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მათი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების სიკეთეები მცირე მეწარმე ქალებამდე მივიტანოთ. იმედი მაქვს, პარტნიორობის მსგავსს ინოვაციურ მოდელს სომხეთშიც დავნერგავთ", — განაცხადა ქეთევან ხაჩიძემ, ქეა კავკასიის მთავარი აღმასრულებელმა დირექტორმა.
"Visa აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ პარტნიორებთან ერთად, ვიწყებთ გაციფრულების პროგრამას. თანამშრომლობის ფარგლებში, 100 მეწარმე ქალს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ქალების ჩართულობა ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაში და ამით ხელი შევუწყოთ ინკლუზიური ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში", — აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ჩაერთეთ პროექტში ამ ბმულიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
კომენტარები