10 იდეა, როგორ გადაიხადო დაბადების დღე განსხვავებულად
მართალია, დაბადების დღეს ყოველ წელს მოუთმენლად ველით, თუმცა მის მოახლოებას ხშირად დამატებითი ნერვიულობაც ახლავს — ერთი მხრივ, წნეხს ვგრძნობთ, რომ ეს დღე განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და კარგი დრო გავატაროთ, მეორე მხრივ, იმაზეც ვნერვიულობთ, ვინ შევიყვანოთ ჩვენი სტუმრების სიაში ისე, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს.
ვფიქრობთ დეკორაციებზე, ვარჩევთ ადგილს, ტორტს, თუმცა საბოლოოდ, იმის ნაცვლად, რომ გავერთოთ, დაბადების დღეს ყველა წვრილმანზე შფოთვაში ვატარებთ ან სულაც, წინასწარ ნერვიულობაში დრო ისე გვეპარება, რომ საერთოდ ვერაფრის დაგეგმვას ვასწრებთ. შეიძლება, საერთოდაც, წლებთან ერთად იმდენნაირი აღნიშვნა სცადე, რომ ყველაფერი მოგბეზრდა. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამ სტატიაში 10 იდეას მოგაწვდით, როგორ შეიძლება ეს დღე განსხვავებულად და დასამახსოვრებლად გაატარო.
1. წადი პიკნიკზე
ფოტო: Unsplash
თუ ამინდი ხელს გიწყობს, პიკნიკზე წასვლა შესანიშნავი აზრია! ბუნებაში საკმარისი დროის გატარებას ისედაც ვერ ვახერხებთ, ამიტომ დაბადების დღე არაფორმალურ გარემოში მეგობრებთან ერთად შეკრებისა და დროის სახალისოდ გატარებისთვის კარგი შანსია. თან ბადმინტონი, უნო ან ბანქო წაიღე, იქნებ, ბავშვობაში დაბრუნება და წრეში ბურთის გახსენებაც სცადო. თუ რომელიმე მეგობარს გიტარაც აღმოაჩნდა, მთლად უკეთესი! სასუსნავების მომარაგებაც არ დაგავიწყდეს.
2. თემატური წვეულება მოაწყვე
ფოტო: Unsplash
ბოლო პერიოდში თემატური წვეულების მოწყობა საქართველოშიც გახდა პოპულარული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია, ერთგვარი დრესკოდი შეარჩიო, მაგალითად, შენი საყვარელი ფილმი, წიგნი, სერიალი, ეპოქა ან თუნდაც, ფერი დაასახელო და შენც და შენი სტუმრებიც ამ თემატიკის მიხედვით გამოეწყოთ.
3. ახალ ჰობის დაეუფლე
ფოტო: Unsplash
თითქოს, საკმარისი დრო არასოდეს გვაქვს იმისთვის, რომ ახალი რამე ვცადოთ და ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გვაინტერესებს, მართლაც ავითვისოთ. დაბადების დღე ამისთვის შესანიშნავი მიზეზია! შეგიძლია, თიხით ჭურჭლის გამოძერწვით დაინტერესდე, კედელზე ცოცვა სცადო, ჩოგბურთი ითამაშო, დახატო, ფაზლი ან კუბიკ-რუბიკი ააწყო. მსგავსი აქტივობები დაბადების დღეს უფრო მეტად დასამახსოვრებლად აქცევს!
4. გახდი ტურისტი საკუთარ ქალაქში
ფოტო: Unsplash
ხშირად საკმარისი დრო და რესურსი არ გვაქვს, რომ სამოგზაუროდ წავიდეთ, თუმცა ვინ თქვა, რომ იმ ადგილის დათვალიერებაც არ შეგვიძლია, სადაც ვცხოვრობთ? ალბათ, შენც შეამჩნევდი, რომ ხშირად საკუთარ ქალაქსა თუ სოფელს საკმარისად კარგად არ ვიცნობთ და შეიძლება, იქ წლებიც კი ისე გავატაროთ, რომ კონკრეტული უბანი, ქუჩა ან ღირსშესანიშნაობა ნანახიც კი არ გვქონდეს, ამიტომ დაბადების დღე ამის გამოსასწორებლად გამოიყენე, ახლო ადამიანებს ხელი მოკიდე და ახალ თავგადასავლებში გადაეშვი!
5. დაბადების დღის დაგეგმვა მეგობრებს მიანდე
ფოტო: Unsplash
თუ შენთვის ამ დღის დაგეგმვა განსაკუთრებით სტრესულია ან იდეები ამოგეწურა, ყველაფრის ორგანიზება მეგობრებს ანდე და საკუთარ დაბადების დღეზე სტუმარივით მიდი. დამიჯერე, ეს შფოთვას ერთიორად შეგიმცირებს და თანაც, საკუთარ თავს სიურპრიზსაც მოუწყობ! ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ ახლო ადამიანებს დაბადების დღის დაგეგმვასთან ერთად, შენთვის წერილების დაწერაც სთხოვო, რომელიც ამ მოგონებებს დიდხანს გაგახსენებს.
6. წადი მარტო დასასვენებლად
ფოტო: Unsplash
და ვინ თქვა, რომ ამ დღის აუცილებლად ახლობლებთან ერთად აღნიშვნაა საჭირო? ზოგჯერ, ერთადერთი, რაც გვჭირდება, ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტა და მარტო დარჩენაა. შეგიძლია, სადმე ახლოს, ქალაქგარეთ გახვიდე, ისეირნო, დაისვენო, ახალი კერძები დააგემოვნე, წიგნი წაიკითხო ან საყვარელ ფილმებს უყურო, შემდეგ კი დასვენებული, ახალი ძალებით დაბრუნდი.
7. გააჩუქე ყველა არასაჭირო ნივთი და მათ ნაცვლად, შენი თავი დაასაჩუქრე
ფოტო: Unsplash
ალბათ, სახლში ყველას გვაქვს ისეთი ნივთები ან ტანსაცმელი, რომელსაც დიდი ხანია აღარ ვიყენებთ, თუმცა ან გადასაგდებად გვენანება, ანდაც, მათ გადასადებად საკმარის დროს ვერ ვპოულობთ. შეგიძლია, დაბადების დღეზე ყველა არასაჭირო ნივთისგან გათავისუფლდე, მათი გაჩუქებით სხვებსაც გაახარებ და შენს ოთახში ახალი ნივთებისთვის ადგილიც გამოჩნდება! შენი თავის დასაჩუქრებაც არ დაგავიწყდეს. დაბადების დღეზე არამხოლოდ სხვებმა უნდა გაჩუქონ საჩუქარი, არამედ საკუთარი თავი შენც უნდა გაანებივრო, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებ.
8. ბავშვობაში დაბრუნდი და ატრაქციონების პარკს მიაშურე
ფოტო: Unsplash
თუ ექსტრემი გიზიდავს და ატრაქციონებიც შენი საყვარელი გასართობია, დაბადების დღეზე უკეთესს ვერაფერს იზამ. მეგობრებთან ერთად ეშმაკის ბორბლიდან ქალაქს გადმოხედე ან საშინელებათა ოთახში ფოტოების გადაღებით გაირთე თავი!
9. ჩაუწერე ვიდეომიმართვა შენს მომავალ თავს
ფოტო: Unsplash
იმისათვის, რომ კარგად გახსოვდეს, როგორ ჩაიარა ამ დღემ, როგორი იყო გასული წელი და რას ელოდები შემდეგში, შენს მომავალ თავს ვიდეო ჩაუწერე, სადაც ყველაფერს შეაჯამებ და შემდეგი წლის გეგმებსაც გაამხელ. ვიდეო შემდეგ დაბადების დღეზე ნახე. თუ წერა უფრო გიადვილდება, დაბადების დღის რეზოლუციების შედგენაზე დაფიქრდი!
10. გაატარე მთელი დღე საწოლში
ფოტო: Unsplash
საბოლოო ჯამში, არც იმის შეგრცხვეს თუ არაფრის ენერგია არ გაქვს და მთელი დღის საწოლში გატარება გირჩევნია. გვიანობამდე იძინე, საყვარელი საჭმელ-სასმელი და ტკბილეული მოიმარაგე და არ დაგავიწყდეს, რომ წელიწადში ერთი დღეა, რომელიც მხოლოდ შენია და ისე უნდა გაატარო, როგორც გენდომება.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა

კომენტარები