უძველესი ისტორია და თანამედროვე გამოწვევები — საქართველოს ბანკისა და ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პარტნიორობის ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს, რათა განათლება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს.
სწორედ ამ მიზნით, უკვე მრავალი წელია ფინანსური ინსტიტუტი ქუთაისის N12 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს, რომელიც საუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა
სკოლის ამბავი 1892 წლიდან იწყება: გაბრიელ ეპისკოპოსის დახმარებით დღევანდელი სკოლის ადგილას „იმერეთის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელი“ დაარსდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ დროინდელ სასულიერო სასწავლებელს მეცნიერი და ფილოლოგი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართულ ენაზე სწავლების დაწყება, რაც მაშინ ენისა და კულტურის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
ქუთაისის ეს გამორჩეული საგანმანათლებლო კერა დღემდე ინარჩუნებს თავის ისტორიულ მემკვიდრეობას, ამავდროულად კი უახლეს ტენდენციებსაც უწყობს ფეხს.
2011 წლიდან სკოლას ნათია სულავა ხელმძღვანელობს, რომელსაც განათლებისა და კულტურის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი დირექტორობის პერიოდში წარმატებით დაინერგა ინკლუზიური განათლება და ციფრული ტექნოლოგიები. სკოლას ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, სხვადასხვა კონკურსის თუ ოლიმპიადის გამარჯვებულები.
როგორც ნათია გვეუბნება, უძველესი სკოლა არაჩვეულებრივად ახერხებს აითვისოს და გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, მისცეს ახალ თაობებს ცოდნა, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო მოთხოვნებს:
"სწორედ იმიტომ, რომ სკოლას აქვს დიდი ისტორიული წარსული, ვცდილობთ პატივი ვცეთ და შევინარჩუნოთ ძველი, თუმცა, ამავდროულად, ავითვისოთ ახალი და არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე გამოწვევებს. შესაბამისად, ჩვენი სკოლა სრულად აღჭურვილია ინტერნეტით, გვაქვს მატერიალური და ადამიანური რესურსი, რათა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესო გავხადოთ გაკვეთილები, მოსწავლეები კი სრულად აღიჭურვონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით."
საქართველოს ბანკისა და ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პარტნიორობა
საქართველოს ბანკისა და ქუთაისის N12 საჯარო სკოლის თანამშრომლობაც სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების წახალისებას ისახავს მიზნად.
გასულ წლებში საქართველოს ბანკის ჩართულობით სკოლის ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ჩატარდა არაერთი შეხვედრა მოსწავლეებთან საბანკო სისტემის მუშაობის შესახებ, სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში, ჩართული არიან საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში. როგორც ნათია გვეუბნება, მომავალში სკოლა გეგმავს რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოს STEM განათლებას, ფიზიკისა და ტექნოლოგიების სწავლებას, ამისათვის კი STEM სკოლა მოსწავლეებს კარგ საფუძველს უქმნის.
"ჩვენი სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სკოლაში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა. ამიტომ კერძო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში უმნიშვნელოვანესია. ვგეგმავთ სკოლაში კონფერენციების მოწყობას და დაინტერესებული მოსწავლეების სტაჟირებისა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას. ვფიქრობთ, ასე ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე მიიღებენ ცოდნას, რომელიც თანამედროვე შრომით ბაზარზე სჭირდებათ", — აღნიშნავს ნათია სულავა.
საქართველოს ბანკი სკოლებისა და უნივერსიტეტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის. შედეგად კი, საქართველოს ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნას განათლების შესაძლებლობა. მათ შორისაა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, ამასთან, საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე 9 რეგიონის 21 სკოლაში ფუნქციონირებს.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
კომენტარები