გაამრავლე ერთი ასად — საქართველოს ბანკმა აგრობიზნესის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებლებისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესებისთვის, ბანკმა ახალი კამპანია — "გაამრავლე ერთი ასად" წამოიწყო და აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა.
ნებისმიერი პროფილის აგრობიზნესს შეუძლია საკუთარ მიზნებზე, გრაფიკსა და შემოსავლებზე მორგებული აგროსესხით ისარგებლოს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი სპეციალურ პირობებს აწესებს კონკრეტული მიზნობრიობისა და მიმართულების რამდენიმე აგრო სესხზე. მათ შორისაა:
მრავალწლიანი კულტურების დაფინანსება:
თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, გაქვთ აგრარული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და გჭირდებათ დაფინანსება ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, მსხლის ბაღების, გარგარის, ატმისა და ვაშლატამის გაშენების ან მოვლა-პატრონობისთვის, საქართველოს ბანკში აგროდაფინანსების მიღება შეღავათიანი პირობებით შეგიძლიათ. თანხის მიღების შემთხვევაში, სესხის ძირზე 36-დან 48 თვემდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ სესხის ძირის დაფარვა მოსავლის აღების შემდეგ იწყება, 3-4 წლის განმავლობაში კი ბაღის მოვლასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფინანსებასაც შეძლებთ.
ერთწლიანი კულტურების დაფინანსება:
თუ ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა ერთწლოვანი კულტურების დასათესად ან მოსაყვანად დაფინანსება გჭირდებათ, 10 000-დან 100 000 ლარამდე თანხის მიღებას შეძლებთ. ამასთან ერთად, შეგიძლიათ 12 თვის განმავლობაში 9%-იანი სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლოთ.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება:
თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა გსურთ, აგროსესხის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა შეგიძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთის ნაწილს (8%-ს) სახელმწიფო დაფარავს.
მარნების დაფინანსება აგროტურიზმის განვითარებისთვის:
თუ ტურისტული ბიზნესი გაქვთ, მაგალითად, საოჯახო ან სხვა ტიპის სასტუმრო, და გასტრონომიული მიზნით სტუმრებს ხშირად მასპინძლობთ, აგროსესხს შეღავათიანი პირობით მიიღებთ, რაც წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 11%-ის ოდენობით სახელმწიფო თანადაფინანსებით სარგებლობას გულისხმობს.
თუ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის, იონჯის, დასათესად, მოსაყვანად და მოვლა-პატრონობისთვის თანხა გჭირდებათ, აგროსესხს შეღავათიანი პირობებით მიიღებთ. ამისათვის საჭიროა გქონდეთ აგრარული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და მიწის ნაკვეთი (მინიმუმ 8 ჰექტარი),
"საქართველოს ბანკი მუდმივად იკვლევს და ისმენს სხვადასხვა სეგმენტის ბიზნესის საჭიროებებს. შედეგად, ბიზნესს მათ ინტერესებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი პირობებით, მათ შორის სუბსიდირების შესაძლებლობებით თუ სესხის დაფარვის მოქნილი გრაფიკით, ჩვენ ხელს ვუწყობთ აგრობიზნესის განვითარებას, მათი პროდუქტიულობის ზრდას და აგრომეურნეობის დაწყების სტიმულირებას. კამპანიის მთავარი მესიჯი „გაამრავლე ერთი ასად“ შესანიშნავად გამოხატავს ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას იმ ბიზნესებისადმი, რომლებიც არ ჩერდებიან, ეძებენ რესურსებს და გზებს გაფართოების, გაძლიერებისა და ზრდისთვის. რაც მთავარია, ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ფერმერებს", აც—ადებს ალექსანდრე მელქაძე, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი.
გაიგეთ მეტი აგრობიზნესის დაფინანსების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, ისარგებლეთ აგროსესხით და გაამრავლეთ ერთი ასად.
ინფორმაციისთვის, აგროსესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.5%-დან არის.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები