პარლამენტში რუსული კანონი დარეგისტრირდა
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
მოკლედ: დღეს, 2024 წლის 8 აპრილს, პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე განიხილა რუსული კანონი.
- ბიუროზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა, სახელწოდებით — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
- კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება.
- რუსული კანონის ინიციატორი მმართველი პარტია, ქართული ოცნებაა.
პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს: პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
- "ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს", — თქვა მან.
ბიუროს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია იქამდე გამართეს, ვიდრე რუსული კანონის ბიუროზე მოსმენა დაიწყებოდა.
- მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან.
მედიის ნაწილს პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ მიეცა: ონლაინგამოცემების ნაწილს, მათ შორის, On.ge-ს არ მიეცა საშუალება, შესულიყო პარლამენტის შენობაში.
- პარლამენტში შესვლა ვერ შეძლო მედიასაშუალებების ვერც იმ წარმომადგენლებმა, ვისაც აკრედიტაციები აქვთ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობისთვის, და ვერც მათ, ვისთვისაც დღეს, პარლამენტის პრესსამსახურმა, ერთჯერადი საშვი გასცა.
9 აპრილს თავისუფლების მარში დაანონსდა: თბილისში ხვალ, 9 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.
- თავდაპირველად, დაგეგმილია მოქალაქეების შეკრება 18:00-ზე, რესპუბლიკის მოედანთან;
- შემდეგ მსვლელობა საქართველოს პარლამენტის მიმართულებით გაგრძელდება.
თავისუფლების მარშის ძირითადი გზავნილებია:
- ევროპული მომავლისთვის!;
- ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!;
- ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!;
- კი ევროპას! არა რუსულ კანონს.
გაიგე მეტი: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
კომენტარები