EECMD

4 Apr. 2024, 16:31

რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებით ქართული ოცნება საფუძველს აცლის ჩვენს დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას.

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გმობს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაბრუნებას პარლამენტში. ამ მოქმედებით, ქართული ოცნება სასიცოცხლო რისკს უქმნის ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ დემოკრატიას.

ამასთანავე, ამ ნაბიჯით, ქართული ოცნება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ამით საფუძველს აცლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. გასულ წელს, ქართული ოცნება საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ რუსულ კანონს აღარ დააბრუნებდა პარლამენტში. მისი ხელახლა
შემოტანა ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხაა.

კანონის ამოქმედება მოსპობს დამოუკიდებელ არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოში. რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას ეშინია სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების. ეს კანონი შეუძლებელს გახდის არჩევნების კონკურენტულ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებას და ამით, საფუძველს გამოაცლის მის სამართლიანობას და კანონიერებას.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსული კანონის განხილვა და არ გადაუხვიოს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს.

განცხადა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD). ის ასე ეხმიანება ხელისუფლების სურვილს, ისევ დააინიციიროს პარლამენტში რუსული კანონი, რომლითაც სურთ, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი "აგენტებად" გამოაცხადონ. ანალოგიური კანონის მიღება "ოცნებას" უნდოდა გასული წლის მარტში, რასაც მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი, 7-8 მარტის ცნობილი აქციები და საბოლოოდ, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ