მიხეილ სააკაშვილი

20 Mar. 2024, 12:15

გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა.

როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩვენი მეზღვაურები აიყვანეს, სპეციალური ჯგუფი შევქმენით, ჩემი თანამებრძოლის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. ის სომალის საზღვარზე გაემგზავრა და თითქმის ყოველდღე ჩემთან სატელეფონო კავშირზე იყო.

ჩემი ნებართვით, გიორგიმ ადგილზე საერთაშორისო შეიარაღებული სპეცრაზმი შეკრიბა და ჩვენ, მეკობრეებისთვის მოულოდნელი რეიდით, გამოვიხსენით არა მხოლოდ ჩვენი მეზღვაურები, არამედ რამდენიმე თურქი მეზღვაურიც.

შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავი მომბასაში გავაგზავნეთ, ხოლო სტამბოლის აეროპორტში ორი ქვეყნის მეზღვაურებს, მე და ერდოღანმა, საერთო დახვედრა მოვუწყვეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიით გადაიცემოდა.

ასე შეძლო პატარა საქართველომ ის, რაც ჩვენზე ბევრჯერ უფრო დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს არ გამოსდიოდათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ