საარჩევნო უბნები გაიხსნა — რუსეთი პუტინს "ირჩევს"

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კენჭისყრა დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგად, ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ 6 წლით გაახანგრძლივებს.

  • კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საარჩევნო უბნები კამჩატკის ნახევარკუნძულზე, რუსეთის უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, დღეს, 15 მარტს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და საბოლოოდ, დაიხურება უკიდურესი დასავლეთით მდებარე კალინინგრადის ანკლავში კვირას, 20:00 საათზე.

პუტინის "სპონტანური გადაწყვეტილება", არჩევნებში მონაწილეობაზე

გასული წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედაც მიიღებდა მონაწილეობას.

  • ამის შესახებ მან განაცხადა სამხედრო დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ დარბაზში.
  • პუტინმა, რომელიც უკვე 24 წელია მართავს ქვეყანას, უმაღლესი ჯილდოები გადასცა ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კადრები ღონისძიებიდან, რომლის მიხედვით, პუტინი ესაუბრებოდა ღონისძიების მონაწილეების მცირე ჯგუფს, როდესაც მას რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის ოლქის პრორუსული დანაყოფის მეთაური მიუახლოვდა:

  • "ჩვენ გვჭირდებით, რუსეთს სჭირდებით!" — უთხრა პუტინს ვიცეპოლკოვნიკმა არტიომ ჟოგამ და სთხოვა, კენჭი ეყარა რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებში.
  • "ახლა გადაწყვეტილებების მიღების დროა. მე ვიყრი კენჭს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე," — "დათანხმდა" მას პუტინი.
ვლადიმირ პუტინი და არტიომ ჟოგა

ვლადიმირ პუტინი და არტიომ ჟოგა

მოგვიანებით, პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილებას "სრულიად სპონტანური“ უწოდა.

მაღალი აქტივობის მნიშვნელობა კრემლისთვის

პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში უფრო ხანგრძლივი დროით არის, ვიდრე ნებისმიერი მმართველი, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის შემდეგ — პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად ის 2000 წელს აირჩიეს.

  • მოგვიანებით, იმის გამო, რომ კონსტიტუცია ლიმიტს აწესებდა და მხოლოდ 2 ვადით შეეძლო მას პრეზიდენტობა, 4 წლით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მოგვიანებით კი კონსტიტუცია შეცვალა და ახლანდელი ნორმით, მას 2030 წელსაც შეუძლია იყაროს კენჭი, კიდევ 6-წლიანი ვადით.
  • თანამდებობაზე ყოფნის დროს, ვლადიმირ პუტინმა გაამკაცრა ძალაუფლება, მისი მმართველობისთვის რეალური საფრთხე აღარ არსებობს. ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსები ან გარდაცვლილები არიან, ან — ციხეში, ანდა — ქვეყანა დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგში ეჭვი არავის ეპარება, ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია აქტივობის მაღალი მაჩვენებელი.

2018 წლის აქტივობის ოფიციალური მაჩვენებელი იყო 68%, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები.

  • ოკუპირებული უკრაინის იმ ნაწილებში, რომლებსაც რუსეთი თავის "ახალ რეგიონებს" უწოდებს, კენჭისყრა გაიხსნა არჩევნების დღემდე 10 დღით ადრე.
  • იქ მცხოვრებ მოსახლეობას სოციალურ ქსელებში დასპონსორებული პოსტებითაც მოუწოდებენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ვინ უპირისპირდება პუტინს

ნიკოლაი ხარიტონოვი, კომუნისტური პარტიის წევრი — ეს პარტია, მმართველი პარტიის შემდეგ, რუსეთში ყველაზე პოპულარულია.

ნიკოლაი ხარიტონოვი

ნიკოლაი ხარიტონოვი

ფოტო: AP

ასევე, ლეონიდ სლუცკი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან

ლეონიდ სლუცკი

ლეონიდ სლუცკი

ფოტო: რუსეთის დუმა

და

ვლადისლავ დავანკოვი, პარტიიდან ახალი ხალხი.

ვლადისლავ დავანკოვი

ვლადისლავ დავანკოვი

ფოტო: პარტია "ახალი ხალხი"

მიუხედავად მათი ძალიან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციისა, სამივე მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას და არცერთს აქვს შანსი, მოქმედ პრეზიდენტზე მეტი ხმა მიიღოს.

გასულ წელს, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის სასიხარულო აღმოჩნდა რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის განცხადება, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

  • ნადეჟდინი ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა თოქ-შოუში, ის აკრიტიკებდა კრემლის ომს უკრაინაში.
  • იმისთვის, რომ კანდიდატად დარეგისტრირებულიყო, საჭირო ხელმოწერების მისაღებად ხალხი, ცივ ამინდში, საათობით იდგა რიგში.
  • თუმცა, ნადეჟდინმა დარეგისტრირება მაინც ვერ შეძლო — საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ხელმოწერების 15%-ზე მეტი გაყალბებული იყო.

რა შედეგს ელოდებიან

რუსეთში წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები გაიმართა, თუმცა პუტინს ამ გადაცემებში მონაწილეობა არ მიუღია.

  • ამის ნაცვლად, მედია ფოკუსირებული იყო მის შეხვედრებზე საწარმოების თანამშრომლებთან, ჯარისკაცებთან, სტუდენტებთან.

თებერვალში კი გამართა ყოველწლიური პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა ომზე უკრაინაში, თუმცა უფრო მეტი დრო დაუთმო შიდა პოლიტიკურ საკითხებს.

  • შესაძლოა, ეს იყო აღიარება იმისა, რომ რუსების უდიდეს ნაწილს უფრო მეტად აწუხებს ქვეყანაში არსებული პრობლემები, ვიდრე სავარაუდო წარმატებები ბრძოლის ველზე, ან — დაუსრულებელი კინკლაობა დასავლეთთან.
  • გამოსვლისას მან მიმოიხილა მრავალი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დგას, მათ შორის სიღარიბე, შეფერხებები განათლებაზე, ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვაზე.
  • ის უკვე 20 წელია ქვეყანას მართავს, თუმცა ამ პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო.
  • ამის ნაცვლად, 2024 წელს, ბიუჯეტის 40% სამხედრო და ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაიხარჯება.

მისი მრავალი ღონისძიება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რუსეთს კი აქვს კორუფციის სერიოზული პრობლემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულადი სახსრები, ხშირად, დანიშნულებისამებრ არ იხარჯება.

მაგრამ, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ყველაფერს არანაირი გავლენა არ ექნება არჩევნებზე, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არც თავისუფალი იქნება და არც — სამართლიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  3. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  4. ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის
  5. სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი

"დებატები დღეს არის, ერთი მხრივ, უაზრო მცდელობა "ქართული ოცნების", მეორე, ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა,…