როდის და როგორ ვარომანტიზებთ ხოლმე ტოქსიკურ მასკულინობას
ფოტო: Nathalie Lees
ამას წინათ სოციალურ ქსელში ქართულ გვერდებზე ვირუსულად გავრცელებულ პატარა ვიდეოს გადავაწყდი, დაახლოებით, ასეთი შინაარსით: ქორწილში სტუმრად მყოფ დას, რომელიც თაიგულის დასაჭერად მიემართება, ძმა თვალების ბრიალით უკან აბრუნებს. მოკლედ, ტოქსიკური მასკულინობის და პატრიარქალური წესრიგის კლასიკური გამოვლინება: კაცი, დამახასიათებელი აგრესიულობით, დომინანტის, მესაკუთრის როლში გვევლინება.
თუმცა, ვიდეოზე არანაკლებ აღმაშფოთა საზოგადოების რეაქციამ. ვიდეომ ერთ-ერთ გვერდზე მილიონობით ნახვა, ათიათასობით რეაქცია და ათასობით კომენტარი მოაგროვა. უფრო ზუსტად თუ გაინტერესებთ, 35 ათასზე მეტი რეაქციიდან აბსოლუტური უმრავლესობა, 34 ათასზე მეტი, დადებითია: სიცილი, გული, მოწონება. 500-ზე ოდნავ მეტმა ფეისბუქმომხმარებელმა ჩათვალა მხოლოდ, რომ ვიდეოში არც სასაცილო და მით უფრო, არც "საყვარლობა" არაფერი ყოფილა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ქორწილში თაიგულის დაჭერა უბრალოდ სახალისო ტრადიციაა და მეტი არაფერი, ვიდეოში ნაჩვენები ამბავი უწყინარი მაინც ვერ იქნება, რადგან კაცებისთვის სწორედ დომინანტი, მაკონტროლებელი როლის მინიჭება შობს გენდერულად სპეციფიკურ ბევრ პრობლემას, თუნდაც ფემიციდს.
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორ უწყობს საზოგადოება ხელს მავნე ტრადიციების ჩამოყალიბებას და მათ შენარჩუნებას, დიდწილად იმის ხარჯზე, რომ პრობლემის არსს ამახინჯებს ან უარესი: არომანტიკულებს. ქვემოთ სწორედ იმაზე მოგიყვებით, როგორ რომანტიზდება ხოლმე ტოქსიკური მასკულინობა ჩვენ გარშემო.
რა არის ტოქსიკური მასკულინობა
ფოტო: Jean Malgré Moi
ტოქსიკური მასკულინობა პატრიარქალურ საზოგადოებაში გენდერული როლების ტრადიციული განსაზღვრის შედეგია. ამდენად, ეს იდეა გულისხმობს კაცებისთვის სტერეოტიპული მახასიათებლების წესებად ქცევას: კაცები დომინანტები არიან, კაცები ყოველთვის და ყველგან ყველაზე ძლიერები არიან, კაცებმა არასდროს არ უნდა აჩვენონ დაუცველი მხარე და ყოველთვის უნდა დათრგუნონ საკუთარი ემოციები, ერთი გამონაკლისით — როცა საქმე აგრესიას ეხება, კაცებს მისი მოთოკვა არ მოეთხოვებათ.
ცალსახაა, რომ ამ დეფინიციებით გაძეძგილი კაცების სამყაროში ცხოვრება ქალებისთვის ძალიან რთულია. სწორედ ტრადიციული გენდერული როლები შემოძარცვავს ხოლმე ქალებს უფლებებს და ქმნის წარმოსახვით იერარქიას, რომლის ყველაზე დაბალ საფეხურზე სწორედ ქალი დგას.
"ეს კაცების სამყაროა, არასდროს დაგავიწყდეთ, ბიჭებო", — ეუბნება კაცი თავის მოზარდ ვაჟებს ცოლთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, რეალურ ამბავზე დაფუძნებულ ფილმში სორაიას ჩაქოლვა. ვაჟები მოგვიანებით დედის ჩაქოლვაშიც იღებენ მონაწილეობას, ქალის მამასთან და ქმართან ერთად. როლები სიმბოლურია: მამა, ქმარი, ვაჟი; ის ადამიანები, რომლებსაც ქალებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე "პატრონებად" უდგენენ ხოლმე.
მავანი იტყვის, ეს ყველაფერი ჩვენგან გეოგრაფიულად (ირანში), კულტურულად (რადიკალურ ისლამისტურ საზოგადოებაში) და დროით (1980-იანები) დაშორებულია, მაგრამ სიტუაცია მაინცდამაინც სახარბიელო დღესაც არაა ჩვენს ქვეყანაში. ქალებს, მათი ინტერესების უგულებელყოფით, ისევ აქცევენ წნეხის ქვეშ, რომ დაქორწინდნენ. დაქორწინებას, თავის მხრივ, ზოგი ჯერ ისევ "პატრონს ჩაბარებად" მოიხსენიებს. ეს "პატრონები" კი, მერე მართლაც საკუთრებად აღიქვამენ ქალებს — ბოლო პერიოდის ფემიციდის სტატისტიკას თუ გადახედავთ, შენიშნავთ, რომ უმრავლესობა პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მოკლულია.
საქართველოში დღესაც მწვავეა ადრეული ქორწინების პრობლემა. ხშირად არასრულწლოვან გოგოებს ისე აქორწინებენ, რომ საერთოდ არაფერს ეკითხებიან: ყველაფერს მათი ოჯახების კაცი წევრები წყვეტენ.
ქალების ასეთ გამოცდილებაზე საუბრის შემდეგ, კაცების პრობლემების მოტანა უადგილოდაც კი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოქსიკური მასკულინობა და პატრიარქალური წესრიგი მხოლოდ ქალებს არ ვნებს. თურქი მწერალი ელიფ შაფაქი ესეში როგორ ვნებს პატრიარქატი კაცებსაც წერს, რომ "პატრიარქატი უნდა დავანგრიოთ იმ ბიჭებისთვისაც, რომლებსაც ასწავლეს, რომ კაცობის ერთადერთი სახე არსებობს და თუ ამ ვიწრო გაგებას ვერ მოერგებიან, მათშია პრობლემა". ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ "კაცების დამყარებული სოციოკულტურული წესრიგი პირდაპირ კავშირშია ისევ კაცებში სიკვდილიანობის მატებასთან", რადგან ემოციების დათრგუნვის წნეხის გამო, კაცები მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს უფრო იშვიათად მიმართავენ — იმის მიუხედავად, რომ სუიციდის რისკი ქალებთან შედარებით, სულ ცოტა, სამჯერ უფრო მაღალია.
ტოქსიკური მასკულინობის რომანტიზება
ფოტო: Sara Wong / The Atlantic
იძულებით ქორწინებას რომ გამართლება არ აქვს, ამაზე ყველა მოაზროვნე ადამიანი თანხმდება, მაგრამ ტოქსიკური მასკულინობის სხვაგვარი გამოხატულებები — თუნდაც ზემოხსენებული ვიდეოს მაგალითზე — ხშირადაა რომანტიზებული, თბილი ფერებით დახატული. ამას ხელს უწყობს სერიალები, ფილმები, წიგნებიც კი.
ავიღოთ, თანამედროვეობაში განსაკუთრებით პოპულარული YA (მოზარდული ლიტერატურა) და სასიყვარულო ჟანრები. ცნობილ წიგნებში გადააწყდებით საშინლად პრობლემურ, ტოქსიკურ კაც პერსონაჟებს — როგორც ვამბობთ ხოლმე, "მოსიარულე წითელ დროშებს". ამის მიუხედავად, "ცუდი ბიჭები" ხშირად გვევლინებიან დომინანტი, დამცველი ფიგურის და იდეალური პარტნიორის როლში. თითქოს ეს კმარაო, პროტაგონისტი გოგოები პასიური, კვლავაც ტრადიციულ გენდერულ როლებზე მორგებული პერსონაჟები არიან ხოლმე. ამდენად, არაჯანსაღი ურთიერთობების ფორმირებაში თავისი წვლილი შეაქვს პოპულარულ კულტურასაც.
შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს: ამბის მთხრობელს უარყოფითი სახის ჩვენება სურდეს, მაგრამ მკითხველმა ან მაყურებელმა არასწორად გაიგოს. მაგალითისთვის, ავიღოთ ცნობილი ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები. პროექტის შემქმნელებმა სხვადასხვა სეზონში ბევრი სოციალური პრობლემა წარმოაჩინეს, მათ შორის, ძალადობა და ძალადობრივი ურთიერთობები. ამის მიუხედავად, მაყურებელთა ნაწილმა ცალსახად უარყოფით გმირებად ჩაფიქრებული რამდენიმე პერსონაჟი დადებით სახედ აქცია, ტოქსიკური ურთიერთობები კი — სამაგალითოდ.
აი, დიტო შარაშენიძე ავიღოთ. "ბაბულიკი" კაცი, ამ არქეტიპისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებით, ზოგს დღემდე ერომანტიკულება. მესაკუთრე, მანიპულატორი, მოძალადე დიტო მათთვის, სამწუხაროდ, იდეალური პარტნიორის სახედ იქცა.
შედარებით ნაკლები სიმპათია დაიმსახურა კატოს სხვა პარტნიორმა, სოსომ, რომელსაც ზუსტად მსგავსი თვისებები ახასიათებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალადობის სცენის გაცოცხლებამაც ვერ გადაარწმუნა ზოგი, რომ სოსო "საოცნებო კაცი" კი არა, მოძალადის ტიპური სახე იყო. მაყურებლის ნაწილი რომ თვლიდა, თითქოს ძალადობაც კატოს ბრალი იყო, ესეც ნიშანდობლივია: ქალებს ხშირად ადანაშაულებენ მათ თავს მომხდარ ცუდ ამბებში, ამბობენ, რომ "სათანადოდ არ მოიქცა" ან "გამოიწვია"; კაცს კი, როგორც ზემოთ ვთქვით, აგრესიის შეკავება სულაც არ მოეთხოვება მათ თვალში.
რეალობაში გაცოცხლებული პრობლემა
ფოტო: UN Women
რადგან ტოქსიკური მასკულინობის მახასიათებლებიც ჩამოვთვალეთ და ამ ყველაფრის რომანტიზების ერთი-ორ მაგალითზეც მოგიყევით, დროა, საკითხი უფრო განვაზოგადოთ და ხაზი გავუსვათ, როგორ გადაიზრდება ხოლმე ეს ყველაფერი — მესაკუთრეობა, მაკონტროლებლობა, აგრესიულობა — ბევრად დიდ და მწვავე პრობლემებში.
ფემიციდის სტატისტიკა საქართველოში მზარდია. პროკურატურის ცნობით, "2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით — 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით — 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით — 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით — 50 ქალის მკვლელობის მცდელობა". ოჯახური ნიშნით მკვლელობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩამდენზე ხაზგასმა; 2022 წელს ფემიციდის 21 შემთხვევიდან 12 ქმრის, ყოფილი ქმრის ან პარტნიორის ჩადენილია, 2 — შვილის, ერთი — მაზლის და ერთი — ნათესავის.
ასე მძიმედ ვლინდება პატრიარქალურ საზოგადოებაში ფესვგადგმული იდეა, რომ ქალი კაცს ექვემდებარება, კაცს კი მისი, როგორც "საკუთრების", კონტროლის და ბედის განკარგვის უფლება ეძლევა. კაცი ცვლადია: მამა, ძმა, ქმარი, პარტნიორი, ვაჟი, მაზლი ან ნათესავიც კი. აი, მოკლული ქალებისთვის კი სტატუსს მნიშვნელობა აღარ აქვს.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა

კომენტარები