რა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ბანკი რეგიონში მოსწავლეებს — STEM სკოლის მოსწავლე ნიკუშა ცხადაძე
ფოტო: საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს მათთვის, ვინც არ ჩერდება. ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის და მომავლის პროფესიებით მათი დაინტერესების მიზნით, ბანკმა კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნა STEM სკოლა.
STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს, გაიარონ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კურსი და დაეუფლონ როგორც ზუსტი ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს. პროექტზე რეგისტრაცია დღეს, 16 თებერვალს დასრულდება.
STEM სკოლაში ცნობისმოყვარე და მოტივირებული მოსწავლეები იღებენ თეორიულ ცოდნას ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის და ტექნოლოგიის სფეროში, ამავდროულად კი პროფესიონალების დახმარებით ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, რითაც თეორიას პრაქტიკაში ცდიან.
STEM სკოლის ონლაინ გაკვეთილები კვირაში ერთხელ სამი საათის განმავლობაში ტარდება. ის რომ გაკვეთილები ონლაინ მიმდინარეობს პროექტში მონაწილე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა გაკვეთილებში.
საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა STEM სკოლის მოსწავლემ, ნიკუშა ცხადაძემ, რომელიც ზესტაფონიდანაა. ის 15 წლისაა და მან STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება მოიპოვა.
"რაც თავი მახსოვს, ფიზიკა და მეცნიერება ყოველთვის მაინტერესებდა, მგონი, ბაღის ასაკიდან ვსვამდი კითხვებს ყველაფრის შესახებ. არ ველოდი, რომ დაფინანსებას მივიღებდი, მაგრამ თუ არ სცადე, არაფერი გამოვა და თუ გზას ვერ პოულობ შენი მიზნების მისაღწევად, ესე იგი, საკმარისად არ გინდა ან არ ცდილობ, მე ასე მჯერა."
STEM სკოლაში ნიკუშა სწავლობს, როგორ მართოს მიკროკონტროლერები, იყენებს Tinkercard-ის ონლაინპლატფორმას და ემზადება პროექტის შესაქმნელად. ნიკუშამ პირველი მოდული უკვე დაასრულა, სწავლების მეორე მოდულზე უკვე საკუთარი ცოდნის ინტერპრეტირებას შეძლებს. როგორც თავად ამბობს, დისტანციური სწავლების გარეშე პროექტში მონაწილეობას ვერ შეძლებდა:
"ზესტაფონში ასეთი შესაძლებლობები ნაკლებად გვაქვს, აქამდე ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას. თუკი რამეს ვიპოვი, რაც ახლოს არის ჩემს ინტერესებთან, ხელიდან არ ვუშვებ. STEM სკოლის მსგავს პროექტში აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა, სრულიად განსხვავებულია სკოლის გაკვეთილებისგან, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია."
ნიკუშა მომავალშიც სწავლის გაგრძელებას STEM მიმართულებით გეგმავს, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი აინტერესებს:
"ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელსაც ციფრულად წარმოუდგენლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ის სულ უფრო და უფრო ვითარდება და მეჩვენება, რომ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. მართალია, ხელოვნური ინტელექტი გარკვეულ პროფესიებს ,"აქრობს", მაგრამ ადამიანს სრულიად ვერასდროს ჩაანაცვლებს, ის ადამიანები, რომლებიც კოდებს წერენ, მართავენ და ავითარებენ ჭკვიან სისტემებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან."
ნიკუშას ოცნება მოგზაურობაა, ხელოვნური ინტელექტზე მუშაობას კონკრეტულ ადგილზე ყოფნა არ სჭირდება, ამიტომ აპირებს, რომ მომავალში ბევრი იმოგზაუროს და მსოფლიო შემოიაროს:
"სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვაპირებ, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, მგონია, რომ მე და ჩემი თაობა მომავალში ქვეყნისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, STEM სკოლაში კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი, რაც რთულად მეჩვენებოდა, ახლა არც ისე მიუღწეველი ჩანს. მგონია, რომ თუ ვიშრომებ, ყველაფერს შევძლებ."
საქართველოს ყველა რეგიონსა და კუთხეში არიან ნიკუშასნაირი ბავშვები ოცნებებით, მიზნებით, უსაზღვრო შესაძლებლობით. STEM სკოლა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები, სწორედ ასეთი მოსწავლეების აღმოჩენისთვის იქმნება.
კომბინირებულ გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით საქართველოს ბანკის სტიპენდია STEM სკოლის 100-მდე მოსწავლემ უკვე დაიმსახურა, ყოველწლიურად კი კიდევ დამატებით 60-მდე მოსწავლეს დაუფინანსდება სწავლა. სტიპენდიატ მოსწავლეებს ასევე გადაეცემათ კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობები (არდუინოების ნაკრები, მულტრიმეტრი და სხვა).
საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერას, მთავარი იდეით — თანამედროვე სამყაროში ყველა ბარიერი დაძლევადია, შენი მიზნებისკენ გზა სულ არის.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შექმნილი სხვა შესაძლებლობების შესახებ, უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაიგოთ ბმულზე CSR.BOG.GE
ნიკუშას შესახებ ვიდეოს სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.youtube.com/shorts/Aug1XtdyKzs
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები