როგორ აქცია ტერაბანკმა ახალი წლის სამზადისი გარემოზე ზრუნვის აქციად
ფოტო: ტერაბანკი
ტერაბანკი 2024 წელს განსაკუთრებული კამპანიით — "ჩაისუნთქე ახალი წელი" შეხვდა. ახალი წლის წინა დღეებში, თბილისში, ბუკიას ბაღში განსხვავებული საახალწლო ხე დაიდგა. ეს არ იყო მხოლოდ სადღესასწაულო დეკორაცია — ხავსის პანელებით დაფარულ რვამეტრიან საახალწლო ხეს დიადი მიზანი ჰქონდა: ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი საკითხებისკენ მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა. ცოცხალი ხავსით დაფარული წახნაგოვანი ხე ჟოლოსფერი ნათებით ერთდროულად ქმნიდა სიახლის შეგრძნებას, საზეიმო განწყობას და თან, ხავსის სასარგებლო თვისებების საშუალებით, წინასაახალწლოდ მჭიდრო საცობებით დატვირთული ქუჩების ჰაერს წმენდდა. ტერაბანკის საჩუქარი ქალაქისთვის იყო პირველი საახალწლო კონსტრუქცია თბილისში, რომელსაც დეკორატიულთან ერთად გარემოზე ზრუნვის ფუნქციაც ჰქონდა.
ფოტო: ტერაბანკი
ხავსი ბუნების სუპერგმირია, ჟანგბადის მიწოდების იშვიათი უნარების მქონე მცენარე. ხმელეთის ეს ყველაზე მხცოვანი მწვანე ორგანიზმი საუკეთესო ბუნებრივი ფილტრია, რომელსაც ერთნაირად კარგად შეუძლია ჰაერის გაწმენდა ნახშირორჟანგისგან და ჩვენი დაცვა ხმაურისგან. ფესვთა სისტემის გარეშე მცხოვრები ხავსები მთელ სასმელ წყალსა და საკვებს ჰაერისგან იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შთანთქავენ ყველაფერს, მტვრის ნაწილაკებსაც და მძიმე მეტალებსაც და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სათბური გაზების ემისიების შემცირების პროცესში. სხვა მცენარეებთან შედარებით, ჰაერის გასუფთავებასა და ნახშირბადის შემცირებაში მათი როლი განუზომლად დიდია.
თბილისში ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით საცობით დატვირთულ ქუჩებზე, დიდი და კომპლექსური პრობლემაა — ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის თითოეული ძალისხმევა და ინიციატივა მნიშვნელოვანია: ეკომეგობრული ტრანსპორტის გამოყენება, ფეხით სიარული ავტომობილით გადაადგილების ნაცვლად, მცენარეების დარგვა საკუთარი სახლების აივნებზე, სახურავებსა და ეზოებში თუ სულაც, ხავსისგან საახალწლო ხის დამზადება. თბილისში ჰაერის ხარისხი თითქმის არასოდეს არის ძალიან კარგი: წელიწადში 150-ს არ აღემატება იმ დღეების რიცხვი, როცა ჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ. ყოველწლიურად თითქმის ორ თვეს შეადგენს ისეთი დღეების ჯამი, როცა ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული. ჰაერის ცუდი ხარისხი მძიმე გავლენას ახდენს როგორც ცხოვრების ხარისხზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
"ტერაბანკში მარკეტინგულ კამპანიებზე მუშაობისას ამოსავალი წერტილი ადამიანებისთვის რეალური სარგებლის შექმნაა. საახალწლო კამპანიაზე ფიქრისას, გადავწყვიტეთ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გამოწვევისკენ, ჰაერის დაბინძურებისკენ მიგვეპყრო ყურადღება და გარემოზე ზრუნვის კიდევ ერთი მაგალითი გვეჩვენებინა" — ამბობს ნინი სუჯაშვილი, ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
საახალწლო კამპანიის ფარგლებში ხავსის საახალწლო ხესთან ჩატარდა ჰაერის გამწმენდი პანელების დამზადების ვორკშოპები, საჩუქრად კი დარიგდა ეკომეგობრული ნაძვის ხის სათამაშოები ხავსის შიგთავსით. კამპანიის ყველა კომპონენტი, როგორიც იყო, საახალწლო ხე, ხავსით გაფორმებული ავტობუსის გაჩერება და ბანკის ფილიალი, ისეთი მასალითა და ტექნოლოგიით შეიქმნა, რომ არ დაეტოვებინა მავნე ნარჩენები, რომლებიც ასე ჭარბად გროვდება სადღესასწაულო დღეების შემდეგ.
ტერაბანკის საახალწლო კამპანია "ჩაისუნთქე ახალი წელი" ერთგვარი შეხსენებაა, რომ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ყველა ადამიანის ჩართულობა აუცილებელია.
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა



კომენტარები